The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანი წერეთელი

ანი წერეთელი
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ანი წერეთელი ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო. პარალელურად, გერმანული ენის ცოდნის სერთიფიკატი აიღო და 2011 წელს, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით, 2 თვით წავიდა გერმანიის ქალაქ ტრაუნშტაინში, სადაც სტაჟირებას გადიოდა რადიოლოგიის მიმართულებით.

გერმანიის სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემით მოხიბლულმა,  საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო იმ გზების მოძიება, რომლის დახმარებითაც შეძლებდა გერმანიაში ცოდნის გაღრმავებას და კარიერის გაგრძელებას.

2014 წელს მოიპოვა ERASMUS MUNDUS-ის დაფინანსება და ერთი წლის განმავლობაში იყო ბერლინის შარიტეს კლინიკის (Charité Universitätsmedizin Berlin) რადიოლოგიური განყოფილების მოწვეული ექიმი (Gastarzt). ერთი წლის თავზე იმავე განყოფილებაში დაიწყო სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა DAAD-ის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში. ამ საფეხურის წარმატებით დამთავრების შემდეგ კი, 2018 წელს, მუშაობა დაიწყო ბერლინის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში (Vivantes Klinikum am Urban) ექიმ -რადიოლოგად.

კარიერული წარმატება იოლად არ მოსულა. ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების მიზნით,  მალე დაიწყო კლინიკაში რეგულარული ღამის მორიგეობა, რომელიც კვირის განმავლობაში 18 საათი, ხოლო შაბათ-კვირას 24 საათი გრძელდებოდა. მორიგეობის დროს განყოფილებაში ერთადერთი რადიოლოგი იყო, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად უკიდურეს გამძლეობასაც მოითხოვდა. თუმცა საინტერესო, პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე კარგი გამოცდილებაც დააგროვა.

პრაქტიკული მუშაობის პარალელურად უტარდებოდა ლექციები, როგორც კლინიკის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. დაესწრო ბევრ საერთაშორისო სიმპოზიუმს და კონგრესს. ეცნობოდა სამედიცინო სფეროში ახლად გამოვლენილ სიახლეებსა და ინოვაციებს.

კლინიკა, რომელშიც ქართველი ექიმი მუშაობდა,  მრავალპროფილურია და მას სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებთან ჰქონდა შეხება. ამ პერიოდში გაიარა ექოსკოპიის, რენტგენოლოგიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და ნაწილობრივ მაგნეტორეზონანსულიტომოგრაფიის როტაცია.

წყარო: 

https://speech.ge/meditsina/ani-tseretheli-eqimi-germania/

 


გააზიარე: