შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით მანაგაძე![]()
ბიოგრაფიადავით მანაგაძე აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის ბიოინფორმატიკოსია, მიკროსხეულების ბიოგენეზზე მოლეკულურ-ბიოლოგიური და პროტეომიკური კვლევების, არამაკოდირებელი დნმ-ის ექსპრესიისა და ევოლუციის, ასევე ორთოლოგ გენთა ევოლუციისა და კიბოს მეტაბოლური გზების შესახებ კვლევების ავტორი. ამჟამად მუშაობს გენომთა ანოტაციაზე, სამაგალითო მიმდევრობებისა და ჰომოლოგი გენების მონაცემთა ბაზების შექმნაზე. ქიმია და ბიოლოგია ბავშვობიდან იტაცებდა. ხარბად კითხულობდა ყველაფერს, რასაც კი ამ თემებზე წააწყდებოდა, მათ შორის, წიგნებს ცნობილ ქიმიკოსებზე, ფიზიკოსებზე, ელემენტარულ ნაწილაკებზე და ა.შ. ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა პროფესიად ბიოქიმია აირჩია. 2003 წელს გაემგზავრა გერმანიაში და ბოხუმის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში დაიწყო სადოქტორო კვლევები მიკროსხეულების წარმოშობისა და ფუნქციონირების შესახებ. 2007 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (Magna cum laude), რის შემდეგაც მიიწვიეს პოსტ-სადოქტორო კვლევებზე აშშ-ში, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტებში (National Institutes of Health, NIH). აქ კვლევის თემა პრიონები იყო, რომელთა შესწავლა აუცილებელია მათგან გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად. დავით მანაგაძის საოცნებო სფერო იყო ბიოინფორმატიკა, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიასა და კომპიუტერებს, ბიოლოგიური ინფორმაციის ანალიზით კი უამრავ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა. საბედნიეროდ ქართველ მეცნიერს გაუმართლა და მიიღო მოწვევა NCBI-დან, მსოფლიო ბიოინფორმატიკისა და გენომიკის ფლაგმანი ორგანიზაციიდან. აქ მოღვაწეობს იუჯინ კუნინი (Eugene Koonin), ბიოინფორმატიკისა და გენომიკის პიონერი და ერთ-ერთი ფუძემდებელი. პოსტ-სადოქტორო სამუშაოების დამთავრების შემდეგ დავით მანაგაძეს NCBI-ში სამსახური შესთავაზეს და კიდევ სამი წელი იმუშავა იქ ეუკარიოტების გენომების ანალიზის ახალი გზების პოვნასა და ანოტაციაზე. იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ლამის სამეცნიერო ფანტასტიკის თემა ერთი უჯრედის სექვენსინგის (single cell sequencing) თემა იყო. დავით მანაგაძე შეუერთდა ამ თემის პიონერ სტარტაპს, შექმნა ბიოინფორმატიკის ჯგუფი და კვლევების შედეგად წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა პროდუქტი, რომელსაც საბოლოოდ BD Rhapsody დაერქვა. აღნიშნული სტარტაპი ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ Becton Dickinson-მა იყიდა. 2015 წელს დავით მანაგაძე თბილისში ჩამოვიდა და წაიკითხა საჯარო ლექცია, რომელიც შეეხებოდა ბიოლოგიის ახალ დარგს - გენომიკას, ადამიანის გენომის პროექტს, აღწერილ ფაქტებსა და მათ ანალიზს, ასევე პროექტის შედეგებს ბიოლოგიაში, მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში. წყარო: https://speech.ge/metsniereba/davith-managadze-biologi-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |