The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დემურ ხულორდავა

დემურ ხულორდავა
Other name:დიმა  (Acronym)
Date of birth:1956  (69 years)
Category:Engineer

Biography

დემურ (დიმა) ხულორდავა დაიბადა 1956 წელს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში. 1973 წელს დაამთავრა ჯვარის N 2 საშუალო სკოლა, 1983 წელს კი - მოსკოვის სამთო ინსტიტუტი, სპეციალობით სამთო ინჟინერ-მშენებელი. მისი დამთავრების შემდეგ მუშაობდა ენგურჰესისა და ხუდონჰესის მშენებლობებზე.

1990 წლიდან საქმიანობა განაგრძო აფხაზეთში, კერძოდ, ქ. გაგრის შემოვლითი გზის მშენებლობაზე უბნის უფროსის, ხოლო შემდგომ მთავარი ინჟინრის მოადგილის პოზიციებზე.

1993 წლის ოქტომბერში დიმა ხულორდავა, „ენგურსპეცგვირაბმშენის“ (რომელიც დაფუძნდა მოსკოვში), მოწვევით, გადაიყვანეს „მოსმეტრომშენის“ N2 სამმართველოში,  სადაც 2002-2018 წლებში წარმატებით მუშაობდა სამმართველოს უფროსად. მისი ხელმძღვანელობით აშენდა და სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა მეტროსადგურ „ვოლოკოლამსკოეს“, აგრეთვე, შესრულდა მნიშვნელოვანი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დიდი ნაწილი მეტროსადგურებში: „მიტინო“, „რუმიანცევო“, „სტროგინო“, „ანინო“, „ბუტოვსკაია“, „პრაჟსკაია“, „მიაკინინო“ და სხვ.                                                

„მოსმეტრომშენის“ N2 სამმართველოში დასაქმებული 600-მდე თანამშრომლიდან უდიდეს ნაწილს საქართველოდან მოწვევით ჩასული მუშა-მოსამსახურეები შეადგენდნენ. მათ გარანტირებული ჰქონდათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის სოციალური პაკეტები.

გარდა ამისა, დიმა ხულორდავა ეწეოდა მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმიანობას, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში, აფხაზეთიდან დევნილი პირების მიმართ.

ქ. მოსკოვის მეტროს მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის დიმა ხულორდავას მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება.

დიმა ხულორდავა 2000-იან წლებში მოსკოვში დაქორწინდა ფოთიდან ჩასულ სტუდენტ გოგონაზე. მას და მირანდა ხულორდავას ორი ვაჟი ჰყავთ - მიხეილი და ნიკიტა.

წყარო:

1. უბილავა იოსებ. ქალაქი ჯვარი: ისტორია, კულტურა, ადამიანები. - თბილისი, 2020. - გვ. 267-268

2. http://www.metro.ru/f/1/library/metrostroevec/metrostroevec-2006-21.pdf

 


Share: