შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლადო ბეროზა![]()
ბიოგრაფიალადო ბეროზა (ვლადიმერ ბეროზაშვილი) დაიბადა 1981 წელს საქართველოში. 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. 2010 წელს დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი. 2010 წელს მიიღო "DAAD"-ის სტიპენდია. 2010-2011 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაისტერშულერი (სამაგისტრო პროგრამა). 2010 წლიდან არის მხატვართა კავშირის "Milchhof e.V in Berlin" წევრი. ყველაფერი რასაც ლადო ბეროზა სკულპტურებში გამოსახავს იმიტირებული და განვითარებულია რეალურად ბუნებაში არსებული სხეულების ფორმების მიხედვით. ხელოვანი აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში, მათ შორის ქართულ სახელოვნებო სივრცეში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 2012 წელს (20 სექტემბერი-12 ოქტომბერი) შედგა ლადო ბეროზას პერსონალური გამოფენა "ბლექაუთ - ხილული და უხილავი ტრანსფორმაციები". გამოფენა გაიმართა გერმანია-საქართველოს ერთობლივი სამუზეუმო კონგრესის პროგრამის ფარგლებში. გამოფენასთან ერთად გამოიცა კატალოგ-წიგნი, როგორც პროექტის ნაწილი. 2013 წელს „ზაზა დარასელის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდის“ კონკურსში გამარჯვებულთა შორის ვლადიმერ ბეროზაშვილიც მოხვდა. პროექტის ფარგლებში, რომელიც 11 თვეს გაგრძელდა, ლადო ბეროზამ გამართა აქცია ვორქშოპები თბილისის სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტებისთვის თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური გააზრების მიზნით. ახალგაზრდა მხატვრებს მიეცათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ ევროპულ სახელოვნებო სასწავლებლებში თავისუფალი სახელოსნოების მუშაობას, შეესწავლათ თუ როგორ იქმნება თანამედროვე ხელოვნების ნამუშევარი (ინსტალაცია, რელიეფი, ქანდაკება, ობიექტი) და ერთობლივ პრაქტიკულ სამუშაოში აეთვისებინათ მრავალფეროვანი მასალა და საშუალებები, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება მათ საკუთარი ხედვისა და ინტერესების გამოსახატავად სთავაზობს. წყარო: https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/beroza-lado.html http://www.tavisupali.ge/siakhleebi/582-lado-berozas-seminari-samkhatvro-akademiashi.ht
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |