The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ია ერაძე

ია ერაძე
დაბადების თარიღი:198?
კატეგორია:ფინანსისტი

ბიოგრაფია

ია ერაძე ფლობს ბაკალავრის დიპლომს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის დიპლომს გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიაში კასელის (გერმანია) უნივერსიტეტიდან. სხვადასხვა დროს სწავლობდა აშშ-ში მაუნთ ეარის სკოლაში, გაცვლითი პროგრამით ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) და ჰუმბოლდტის  უნივერსიტეტში (სტუმარი სტუდენტი).

სამეცნიერო ხარისხი დაიცვა კასელის უნივერსიტეტში (2020) DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში. მისი სადისერტაციო ნაშრომი "Unravelling the Persistence of Dollarization: the case of Georgia" („დოლარიზაციის ისტერია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ“ (ხელმძღვანელი: პროფ. ქრისტოფ შერერი) დაიბეჭდა (2022) გამომცემლობა Routledge-ის მიერ.

დოქტორ ერაძის კვლევები გამოცემულია სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის Cambridge Journal of Economics.

ია ერაძე თანაავტორია წიგნისა - I.L. Kollektiv (2017) Auf Kosten Anderer? Wie die imperiale Lebensweise ein gutes Leben für alle verhindert, oekom, München.

2022 წლის შემოდგომის სემესტრში  GIPA-ს ასოცირებული პროფესორი ია ერაძე მკვლევარის სტატუსით მიწვეულ იქნა ჰარვარდის უნივერსიტეტში, დეივისის ცენტრში. იგი ახლად დაფუძნებულ ქართველოლოგიის პროგრამას შეურთდება.

დოქტორ ია ერაძის კვლევითი პროექტი კრიპტოვალუტის წარმოების შესახებ დაფინანსდა ევროკავშირის პროგრამის „Support to Georgia’s Researchers’ Mobility“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში DAAD-ის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი განხორციელდება ტრინიტი კოლეჯსა და პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში Science Po Paris.

წყარო:

https://www.facebook.com/DAAD.Georgia/?locale=ka_GE

https://ge.boell.org/ka/person/ia-eradze


გააზიარე: