შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
უტა ბექაია![]()
ბიოგრაფიამულტიმედია არტისტი უტა ბექაია, ამჟამად, ერთდროულად მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და თბილისში. დაიბადა 1974 წლის 20 მაისს ქ. თბილისში. დაამთავრა 155-ე სკოლა, სწავლა განაგრძო თეატრალურ ინსტიტუტში კინო საპროდიუსეროზე და პარალელურად, მცირე აკადემიაში ინდუსტრიულ დიზაინზე. 1998 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში. მისი როგორც არტისტის დებიუტი შედგა სკულპტურული პერფორმანსით AMA (Avant-Guard Fashion Assembly)-ზე. 2008 წლიდან დაიწყო მუშაობა დამოუკიდებელ პროექტებზე და ამჟამად მუშაობს, როგორც მულტიმედია არტისტი. უტა ბექაიას ორასამდე სპექტაკლი და კინო პროექტი აქვს გაფორმებული. ხელოვანის მხატვრული კვლევის საგანია ისტორიული და კულტურული წარმომავლობა, გენეტიკა და სამყაროს ციკლურობის საკითხი. ის ქმნის კოსტიუმებს და ჩაცმად ქანდაკებებს მულტიმედია პერფორმანსებისა და ინსტალაციებისთვის, რომელთაც წარადგენს მოდის კვირეულებზე და სხვადასხვა არტ ივენთებზე ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბუენოს-აირესში, მაიამსა და თბილისში. კარიერის დასაწყისში უტა ბექაიამ მოდის კოსტიუმების დიზაინერის გამოცდილება გამოიყენა მედიუმად, გარდაქმნა ის შინაარსად და ადამიანის სხეულთან ერთად შექმნა პერფორმანსი. ანტიკური მითოლოგიით, ზღაპრებით, იტალიური ბაროკოთი და ქართული დადაიზმით შთაგონებული ხელოვანი სკულპურული კოსტიუმებით ხელახლა ქმნის და აცოცხლებს რიტუალებს, რომლებიც არასდროს დოკუმენტირებულა. მას სწამს რომ კოლექტიური მეხსიერება გენეტიკურად გადაეცემა თაობებს და ამ უძველესი ცოდნით, ქმნის კავშირებს, რომლებიც საზრდოობს პირადი გამოცდილებით და ახალი მნიშვნელობებით. უტა ბექაია მონაწილეობდა გამოფენებში: კიევის მეორე ბიენალე, არტისტერიუმი 2015, პოპიაშვილი, ღვაბერიძე Window Project, The Vasquez Building, ბრუკლინი; ლევან მინდიაშვილთან კოლაბორაციით ითანამშრომლა რამდენიმე პროექტში, მათ შორის: „ღამის ინტერვენცია“, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი (საქართველო); „დაუგეგმავი არქეოლოგია“ The Lodge Gallery-ში, ნიუ-იორკი, 2016; „ზეწრებში გახვეული“, გალერეა ვანდა, თბილისი, 2012; ხელოვანის პერფორმანსები სხვადასხვა დროს განთავსებული იყო: “41o” არტ ვილა გარიყულა; თბილისობა; Vestiphobia”, Ideal Glass, ნიუ-იორკი; “FuaSia Tata Sia”, მოძრაობის თეატრი, “ბერიკაობა“ თბილისი; თბილისის- აღლუმი და სხვა. 2022 წლის 9 თებერვლიდან 25 მარტამდე უტა ბექაიას მულტიმედიურ გამოფენას - “ზღვაო, ზღვაო, ჩამყლაპეს” უმასპინძლა გალერეა Window Project-მა, თბილისში. ამჟამად როგორც რეზიდენტი არტისტი იმყოფება ART OMI-ში, ნიუ-იორკი და თანამშრომლობს გალერეა ერთი-თან, თბილისი. წყარო: https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/a-b/bekaia-uta.html http://iloveartmagazine.blogspot.com/2013/01/blog-post_9344.html ბექაია, უტა. ინტერვიუ უტა ბექაიასთან / უტა ბექაია ; ესაუბრა თამარ ალავიძე // ცხელი შოკოლადი. - თბილისი, 2012. - თებერვალი. - N76. - გვ.98-101. კილასონია სოფო. ომის შვილის ზღაპრები: არტისტი უტა ბექაია// ინდიგო.- თბილისი, 2018, N 28. გვ. 58-63.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |