The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეკა მარანელი

ეკა მარანელი
დაბადების თარიღი:1956  (68 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ეკა მარანელი დაიბადა 1965 წელს საქართველოში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკის სპეციალობით. აკადემიის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ახალდაარსებულ გაზეთ "რეზონანსში" დიზაინერად და გრაფიკოსად. იმავდროულად, მისი ილუსტრაციებითა და დიზაინით საქართველოში რამდენიმე წიგნი გამოიცა.

1988 წელს ჩაირიცხა სამხატვრო აკადემიის ასპირანტურაში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, მოქანდაკე ბათუ სიხარულიძე. მათ ჰყავთ ქალ-ვაჟი - გიორგი და ნანა.

1991 წლიდან ამერიკაში გამგზავრებამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პედაგოგად.

1994 წელს, მწვანე ბარათის მოგების შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა, სადაც ცოლ-ქმარმა წარმატებით გააგრძელა, როგორც პედაგოგიური, ასევე, შემოქმედებითი მოღვაწეობა.

ეკა მეუღლესთან ერთად ასწავლიდა ვირჯინიის ორ უნივერსიტეტში (1996-2004 წწ.). 2004 წლიდან ისინი მოღვაწეობენ ბოსტონის უნივერსიტეტში: ბათუ ქანდაკებას ასწავლის, ეკა - ფერწერასა და გრაფიკას. ეკა, ასევე, აგრძელებს მუშაობას, როგორც წიგნის დიზაინერი და ილუსტრატორი. ასევე, არის ტექნიკური დირექტორის ასისტენტი და ასოცირებული დიზაინერი ბრუკლინში, არტბარნის თეატრში (ArtBarn Community Theater).

ეკა მარანელის მიერაა ილუსტრირებული კალიგრაფიის მსოფლიო ენციკლოპედიაში საქართველოს კალიგრაფია (ნიუ- იორკი, აშშ), ასევე, რამდენიმე ქართულენოვანი გამოცემა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში.

არტისტი მონაწილეობდა მრავალ ლოკალურ თუ საერთაშორისო გამოფენაში, კონკურსებსა და სიმპოზიუმებში - საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, რუსეთსა და თურქეთში. მისი ნამუშევრები დაცულია რამდენიმე მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/m/maraneli-eka.html

2. https://arts.vcu.edu/community/vcuarts-faculty-and-staff/directory/eka-maraneli/

3. მოქანდაკეებისა და მხატვრების სიმპოზიუმი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე [მოქანდაკე ბათუ სიხარულიძე, მხატვარი ეკა მარანელი] // 24 საათი. - თბილისი, 2006. - 5 სექტემბერი. - N195 (1347). - გვ.A8.


გააზიარე: