Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
არჩილ კობახიძე![]()
Biographyფიზიკოსი არჩილ კობახიძე 2012 წლიდან ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტში მოღვაწეობს. იგი თეორიული ფიზიკის ასოცირებული პროფესორია (აფი & U. of Sydney). ავსტრალიაში ჩასვლამდე იყო ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი, ასევე, მონაწილეობდა კვლევებში აშშ-ში - ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში და მელბურნის უნივერსიტეტში. არჩილ კობახიძის კვლევები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თეორიული ნაწილაკების ფიზიკა, გრავიტაცია და კოსმოლოგია. მეცნიერი არის ე. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის განყოფილების (ენფგ) ასოცირებული წევრი და ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის ცენტრის ასოცირებული წევრი. Google Scholar-ზე არჩილ კობახიძის 144 ნაშრომს ვხვდებით. არჩილ კობახიძე სისტემატურად მონაწილეობს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტისა და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში და კითხულობს საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისა და მაგისტრებისთვის. წყარო: https://www.ambebi.ge/article/254712-20-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-camqvan-la/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |