Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მაკა კეკელიძე![]()
Biographyმაკა კეკელიძე დაიბადა თბილისში, ლია და ნოდარ კეკელიძეების ოჯახში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ასპირანტურაში კლინიკური დიაგნოსტიკის ინსტიტუტში, რადიოლოგიის მიმართულებით. 1990-ანების ბოლოს აქვე დაიცვა დისერტაცია ონკორადიოლოგიაში (ხელმძღვანელი: პროფესორი დათო გოცაძე). 2004 წელს მოიპოვა Dereck-Harwood-Nesh Fellowship-ი ჰარვარდის სამედიცინო უნივერსიტეტში. ამერიკაში მსოფლიოს წამყვან რადიოლოგებთან ერთად მუშაობდა. პროფესორი პაბლო როსი და სტივენ სილვერმანი— ეს ის სახელებია, ვინც აბდომინალური და უროლოგიური რადიოლოგია შექმნეს. ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება ახალგაზრდა ექიმზე რეზიდენტურის სისტემამ და ტრენირების მეთოდმა მოახდინა. მაშინ გადაწყვიტა რადიოლოგიაში დასავლური სწავლების მეთოდით მიეღწია განვითარებისთვის. პარალელურად, სამეცნიერო სფეროშიც მუშაობდა ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად. 2010 წელს, კომპიუტერულ ტომოგრაფიულ უროგრაფიის ახალ მეთოდზე გამოაქვეყნა სტატია ჟურნალ Radiology-ში, რომელმაც წლის საუკეთესო ნაშრომის შეფასება მოიპოვა. ეს მეთოდი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს პაციენტისათვის გამოყენებულ რადიაციულ დოზას, დღეისათვის ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა კლინიკაშია დანერგილი, მათ შორის Brigham and Womens Hospital-ში, ბოსტონში, სადაც მაკა კეკელიძემ ტრენირება გაიარა. თუმცა სხვადასხვა ჯილდოებსა და აღიარებებს შორის, რომლებიც მაკას ჰოლანდიის და შვეიცარიის სახელით მიუღია, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავსტრიასა და შვედეთში – European Congress of Radiology-ზე, საქართველოს სახელით მიღებული ჯილდოა. შვეიცარიაში მუშაობისთვის გერმანული ენის შესწავლა მოუხდა. მოგვიანებით, ბერნის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა სუბსპეციალიზაცია ურორადიოლოგიაში, ცნობილ უროლოგთან – Urs Studer-თან. კომპიუტერულ ტომოგრაფიაში კი მისი ხელმძღვანელი პროფესორი პეტერ ფოკი იყო, რომელმაც პირველი სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. 2021 წელს აირჩიეს სამეცნიერო ჟურნალ ”European Radiology“-ს ედიტორიულ ბორდში. 1. https://speech.ge/metsniereba/maka-kekelidze-eqimi-shveitsaria/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |