Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნატალია ნეფარიძე![]()
Biographyექიმი ნატალია (ნატა) ნეფარიძე გახლავთ წმ. ლუკას ჰოსპიტალის (ნიურბერგი, ნიუ იორკი), ვასარ ბრაზერსის ჰოსპიტალისა (პექიფსი, ნიუ იორკი) და წმ. ფრანსის ჰოსპიტალის (პექიფსი, ნიუ იორკი) ექიმი-ონკოლოგი. უმაღლესი სამედიცინო განათლება საქართველოში მიიღო. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როცა განსაკუთრებით დაინტერესდა ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის ბაზისური საფუძვლებით და მოლეკულური მექანიზმებით. პირველ ეტაპზე კლინიკური როტაციები ჰქონდა ნიუ-იორკის მაიმონიდის მედიკალ ცენტრში. მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობდა სამეცნიერო ლაბორატორიაში ბაზისურ სამეცნიერო კვლევებზე, კერძოდ ბიოლოგიური რეცეფტორების კვლევაზე სხვადასხვა ქსოვილებში. გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა ჩიკაგოში, Northwestern University-ში. შემდეგ კი გადავიდა კონექტიკუტში Yale University-ში, სადაც სამეცნიერო ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში მუშაობდა, ზოგადად ინ ვიტრო და ინ ვივო ექსპერიმენტებზე ზოგად თერაპიაში, აგრეთვე, ლაიმის დაავადებებზე. 2004-2007 წლებში Yale University-ის ბაზაზე, სან რაფაელის ჰოსპიტალის კამპუსში, გაიარა კლინიკური რეზიდენტურა ზოგად თერაპიაში. 2007-2010 წლებში კი კლინიკური და სამეცნიერო Fellowship-ი გააკეთა ონკოლოგიასა და ჰემატომიაში. ასევე, ნიუ-იორკში, St. Lucie-ს ჰოსპიტალში გაიარა კლინიკური პრაქტიკა ონკოლოგიასა და ჰემატომიაში. 2012 წელს ახალგაზრდა მეცნიერი ისევ დაბრუნდა კონექტიკუტში Yale University-ის კიბოს ცენტრში, ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ფაკულტეტზე, როგორც ფაკულტეტის პროფესორი და დღემდე აქ მოღვაწეობს. მისი ძირითადი სამეცნიერო სფერო ეხება, ძვლის ტვინის სიმსივნეებს, ონკო- ჰემატოლოგიას, როგორიც არის მრავლობითი მიელომა და ლიმფომა. 1. https://speech.ge/meditsina/natalia-nepharidze-eqimi-da-metsnieri-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |