The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ქურიძე

დავით ქურიძე
დაბადების თარიღი:197?
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ასტროფიზიკოსი დავით ქურიძე მზისა და ვარსკვლავების კვლევებზე მუშაობს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ასტროფიზიკოსების ჯგუფმა, რომ მზის გარემაგნიტური ველი ათჯერ ძლიერია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.

ახალგაზრდა მეცნიერი თანამედროვე მსოფლიოს ასტროფიზიკოსთა შორის ერთ-ერთ ძლიერ მკვლევრად ითვლება. ამჟამად არის აბერსტუითის უნივერსიტეტის (უელსი, გაერთიანებული სამეფო) მზის ფიზიკის კვლევითი ჯგუფის წევრი, ასევე, ილიას უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის კვლევის კონსულტანტი.

გაერთიანებულ სამეფოში, ბელფასტის უნივერსიტეტში, 2010 წელს ჩავიდა, ასტროფიზიკის სადოქტორო პროგრამის გასავლელად. მისი კვლევების მთავარი საგანია მზისა და ვარსკვლავების ზედაპირებზე მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესწავლა.

ხშირად მონაწილეობს და ხელმძღვანელობს დაკვირვებებს სახმელეთო ტელესკოპებიდან.

სახმელეთო ტელესკოპების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია ხმელეთზე აიგოს დიდი ზომის ტელესკოპები ინსტრუმენტების რთულ ოპტიკურ ლაბორატორიებთან ერთად. კოსმოსში ასეთი სისტემების გაშვება ან ტექნიკურად არის შეუძლებელი, ან ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ კოსმოსურ ობსერვატორიებს შედარებით მცირე ზომის ტელესკოპები და ინსტრუმენტები აქვთ.

შეაბამისად, ასტროფიზიკის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ისევ სახმელეთო მზის ტელესკოპებიდან ჩატარებული დაკვირვებებით ხდება. 2017 წელს ერთ-ერთი ასეთი უნიკალური დაკვირვების საშუალებით, რომელშიც ქართველი მეცნიერი მონაწილეობდა, პირველად მაღალი სიზუსტით გაიზომა მზის ატმოსფეროს მაგნიტური ველი, პარამეტრი, რომელიც მზეზე და ვარსკვლავების ზედაპირზე მიმდინარე ფიზიკური პროცესების მთავრი განმსაზღვრელია. მიღებული გაზომვები 2019 წელს გამოქვეყნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბოლო წლების მზის ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად შეფასდა.

დღეს დოქტორი დავით ქურიძე თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, რომელიც სახმელეთო ტელესკოპების საშუალებით მზის გვირგვინს შეისწავლის. ის არის  40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ასევე, კითხულობს ლექციებს.

წყარო:

1. https://tbilisipost.ge/news/davit-quridze--did-britanetshi-moghvatse-astrofizikosi-/3148 

2. ქურიძე დავით. სამყაროსი არაფერია მარადიული და ვერც მზის სიცოცხლე იქნება: ინტერვიუ / ესაუბრა ეთერ ერაძე // კვირის პალიტრა. თბილისი. 2022.12-18 სექტემბერი. N37 (1468). გვ. 19.


გააზიარე: