შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ფრიდონ წულუკიძე![]()
ბიოგრაფიაფრიდონ (მიხეილ) ალექსანდრეს ძე წულუკიძე დაიბადა 1894 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დაწყებისთანავე მოხალისედ ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის არმიის მე-7 ოლვიოპოლის ულანთა პოლკში. 1915 წელს დაამთავრა ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა ბრძოლებში გალიციის ტერიტორიაზე, სადაც 1917 წელს დაიჭრა. ჰქონდა კორნეტის, შემდეგ შტაბს-როტმისტრის წოდება. თავადი წულუკიძე დაჯილდოებული იყო IV ხარისხის გიორგის ჯვრით. გარდა ამისა, მიღებული ჰქონდა: წმ. ანას მე-4 და მე-3 (ხმლებით) ხარისხის ორდენები; ასევე, წმ. სტანისლავის მე-4 და მე-3 (ხმლებითა და ბაფთით) ხარისხის ორდენები. 1918 -1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში პოდპოლკოვნიკის, შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით. მონაწილეობდა თითქმის ყველა სამხედრო მოქმედებაში. თავი გამოიჩინა ბათუმიდან თურქეთის ჯარის განდევნის ოპერაციაში 1921 წლის მარტში, სადაც ცხენოსანი რაზმის უფროსი იყო. თავის მოგონებებში ამ ეპიზოდის აღწერისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი წულუკიძეს „თავზედხელაღებულ მამაც პოლკოვნიკს“ უწოდებს. გასაბჭოების შემდეგ ერთხანს მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში. 1923 წლიდან ფრიდონ წულუკიძე ემიგრაციაშია. ცხოვრობდა პარიზში და თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა. საფრანგეთში გახდა „თეთრი გიორგის“ წევრი. ასევე, იყო „ქართველ მხედართა საზოგადოების“ წევრი. 1934 წელს პარიზში დააარსა „თავადაზნაურთა საკრებულო“, რომელიც მონარქიის აღდგენას გეგმავდა. ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, 1936-1939 წლებში, მოხალისედ იბრძოდა გენერალ ფრანკოს მხარეს. მეორე მსოფლიო ომის დროს (1939-1945) რამდენჯერმე შეიცვალა არმია: 1940 წლის ივნისიდან 1941 წელის სექტემბრამდე მსახურობდა საფრანგეთის არმიაში. 1942 წელის ოქტომბრიდან 1944 წლის აგვისტომდე იყო გერმანიის ვერმახტის ერთ-ერთი კავკასიური ფორმირების მეთაური კელცეში. შალვა მაღლაკელიძის შექმნილ ქართულ ლეგიონში ჩამოაყალიბა ცხენოსანთა ესკადრონი. 1944 წლის აგვისტოდან "სს"-ის რეზერვში ირიცხებოდა. 1945 წლის თებერვალში ვაფენ-შტანდარტენფიურერის წოდებით სათავეში ჩაუდგა ვაფენ-სს-ის ქართულ ჯგუფს (SS-Waffengruppe Georgien), რომელიც ჩრდილოეთ იტალიასი იყო განლაგებული. იმავე წლის აპრილში იტალიელი პარტიზანების მხარეს გადავიდა. 1947 წლიდან დასახლდა ესპანეთში. ცხოვრობდა მადრიდში და მუშაობდა ესპანეთის ნაციონალური რადიოს რუსულ სექციაში. ფრიდონ წულუკიძე გარდაიცვალა მადრიდში 1976 წლის 7 ნოემბერს. წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ფრიდონ_წულუკიძე 2. საითიძე გოჩა. აჭარის გათავისუფლების გმირი : (პოლკოვნიკი ფრიდონ წულუკიძე) // "დიდაჭარობა", საერთაშოროსი სამეცნ. კონფერენცია (2010, ხულო-დიდაჭარა). - თბ., 2010. - გვ.120-123. 3. Мамулиа Георгий. Грузинский легион в борьбе за свободу и независимость Грузии в годы Второй мировой войны. – Тбилиси, 2007.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |