შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ ლომთაძე![]()
ბიოგრაფიაბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში. მამა, ნუგზარ ლომთაძე 25 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამხედრო სამსახურში იყო. ამის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამიტომაც მოზრდილობისას მიხეილისთვის ახალ ადგილას ფეხის მოკიდება უკვე აღარ იყო რთული. ბიზნესმენს ერთი და ჰყავს, რომელიც მშობლების მსგავსად, საქართველოში, ბათუმში ცხოვრობს. მიხეილ ლომთაძემ ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო (1997), შემდეგ სწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო და მსოფლიოში რიგით მე-3 უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩაირიცხა, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა და დიდი გეგმებით დაბრუნდა საქართველოში. ბიზნესმენმა 1995-2000 წლებში, ჯერ კიდევ სტუდენტობისას დააარსა თბილისში აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Georgia Consulting Group Audit-ი. 2002 წელს კომპანია გახდა Ernst & Young გლობალური ქსელის ნაწილი. ამავე წელს მიხეილ ლომთაძემ რუსეთში, მაიკლ ქალვის Baring Vostok Capital Partners-ის საინვესტიციო მენეჯერის პოსტი დაიკავა და 2004 წლიდან მისი პარტნიორიც გახდა. 2003 წელს ბიზნესმენი რუსეთის ლიზინგური კომპანია, "ევროპლანის" დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მოგვიანებით თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. 2006-2010 წწ. — რუსეთის ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის გამგეობის წევრი. 2007 წლიდან მიხეილ ლომთაძე ყაზახურ Kaspi Bank-ს ხელმძღვანელობს. მიხეილ ლომთაძე ყაზახეთში სწორედ Baring Vostok Capital Partners-ის მეშვეობით მოხვდა, რომელმაც ინვესტიცია მაშინდელ Банк Каспийский-ში განახორციელა. მისი ყოფილი კურსელი ჰარვარდიდან ბანკში მუშაობდა და ინვესტირებით დაინტერესება შესთავაზა. მიხეილი ყაზახეთში გაემგაზავრა და ამ სფეროში მუშაობას ჩასვლისთანავე შეუდგა. Baring Vostok-მა ინვესტიცია ყაზახეთში 2006 წელს განახორციელა. შემდეგ დაიწყო 2007 წლის კრიზისი და ყველაფერი ცუდად წავიდა. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით მიხეილ ლომთაძე დაინიშნა Kaspi-ის აღმასრულებელ დირექტორად. ამ მომენტამდე მას საბანკო სფეროსთან კავშირი არ ჰქონია. Kaspi Bank-მა ციფრული ტრანსფორმაცია განსაკუთრებული ტემპით 2011 წლის შემდგომ დაიწყო. ელექტრონული საფულის სახით არსებულ სისტემას, მიხეილ ლომთაძის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, 2014 წლიდან ელექტრონული კომერციის სისტემაც დაემატა. 2004-2016 წწ. ბიზნესმენი იყო Baring Vostok Capital Partners კომპანიის პარტნიორი. მართავდა ინვესტიციებს ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ევროპლანი, ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი და კასპიის ბანკი. 2007 წლის 24 ივლისიდან 2018 წლის 20 ნოემბრამდე — Kaspi Bank-ის გამგეობის თავმჯდომარე. 2018 წლიდან — სს Kaspi.kz-ის აქციონერი და გამგეობის თავმჯდომარე. ყაზახური ბიზნეს-პრესის დამკვირვებლების აზრით, Kaspi.kz მიხეილ ლომთაძის ხელმძღვანელობით არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ყაზახეთში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეორე დონის ყაზახური ბანკების ევოლუციის პროცესში მარკეტფლეისებად გადაქცევაში. 2013 წლის თებერვალში მიხეილ ლომთაძემ ვიაჩესლავ კიმთან ერთად 15 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ერთობლივი კომპანია „კოლიოსა. შინი, მარკეტ“, რომელშიც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2017 წლის მარტში ვიაჩესლავ კიმმა და მიხეილ ლომთაძემ პროექტს „დავამარცხებთ აუტიზმს“ საჩუქრად გადასცეს კაპიტალური გარემონტებული შენობა 1400 კვადრატული მეტრი ფართობით. 2017 წელს მიხეილ ლომთაძემ 1 მილიარდ რუბლზე მეტი ინვესტიცია მოახდინა მეორადი მანქანების საცალო ქსელში Automama.ru. 2019 წლის მაისში ბიზნესმენი შეუერთდა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის მრჩეველთა საბჭოს ცენტრალურ აზიაში, თურქეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. 2021 წელს პირველად მოხვდა Forbes-ის მილიარდერების გლობალურ სიაში და 956-ე ადგილი დაიკავა. მიხეილ ლომთაძე “ Forbes Kazakhstan“-ის თანახმად იკავებს მესამე ადგილს, 3 900 მილიონ დოლარიანი ქონებით, რეიტინგში „ყაზახეთის 50 უმდიდრესი ბიზნესმენი და მე-10 ადგილს რეიტინგში „ყაზახეთის ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები“. მიღებული აქვს ჯილდოები: ორდენი „კურმეტი“ (2014 წლის 22 დეკემბერი) — ეკონომიკისა და შიდა საბანკო სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის; დოსტიკის „ორდენი“ (2021 წლის 13 დეკემბერი) — ყაზახეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის; მედალი „Халық алғысы“ (24 ივნისი, 2020) – Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. 2018 წლიდან 2021 წლამდე — აღიარებულია ყაზახეთის საუკეთესო აღმასრულებელ დირექტორად Kazakhstan Growth Forum-ის მიხედვით. 2019 წლიდან 2021 წლამდე — აღიარებულია ყაზახეთის ბიზნესის საუკეთესო ლიდერად. აუდიტორული კომპანია Pricewaterhouse Coopers-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მიხეილ ლომთაძე რესპონდენტებმა დაასახელეს ყაზახეთში მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენების ლიდერად. მათ აღნიშნეს მისი ისეთი თვისებები, როგორიცაა ადაპტირება, სტრატეგიული ხედვა და მომხმარებელზე ორიენტირება. 2020 წელს პირველად თავის ისტორიაში ჟურნალ Forbes Kazakhstan-ის რედაქტორებმა ერთდროულად გამოაცხადეს ორი მეწარმე - Kaspi.kz-ის დამფუძნებელი ვიაჩესლავ კიმი და კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ ლომთაძე - „წლის ბიზნესმენის“ ტიტულის ლაურეატებად. 2021 წლის თებერვალში მიხეილ ლომთაძემ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის „Digital Almaty 2021: ციფრული გადატვირთვა: ნახტომი ახალ რეალობაში“ პლენარულ სესიაში, რომელზეც პოლიტიკურმა ლიდერებმა, მსხვილი IT კომპანიების ხელმძღვანელებმა და ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ციფრული დღის წესრიგი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ლომთაძე https://forbes.ge/mikheil-lomthadze/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |