Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მიხეილ მგელაძე![]()
Biographyსაბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის დიპლომატი მიხეილ მიხეილის ძე მგელაძე დაიბადა 1948 წლის 2 აპრილს, ქ. თბილისში. 1972 წელს დაამთავრა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი (МГИМО); 1989 წელს - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია; არის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. სამუშაო გამოცდილება: 1994-1997 წწ. - რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი ინდოეთში; 2002-2005 წწ. - რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული მადრასში (ჩენაი, ინდოეთი); 2005-2006 წწ. - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2006-2012 წწ. - რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიანმას კავშირში. მინიჭებული აქვს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წოდება (2012, 1 მაისი). მეორე ხარისხის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2004, 13 ივლისი); პირველი ხარისხის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (2009, 11 მარტი) ფლობს ინგლისურ და ტამილურ ენებს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_მგელაძე https://ru.wikipedia.org/wiki/ Мгеладзе,_Михаил_Михайлович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |