შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
პეტრე მიხეილის ძე დონაური![]()
ბიოგრაფიასაქართველოდან რუსეთში გადახვეწილ ქართველ აზნაურთა შთამომავალი, გენერალ-მაიორ მიხეილ ივანეს ძე დონაურის ვაჟი და რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწის, ივანე დონაურის უფროსი ძმა, პეტრე დონაური (დონაუროვი) დაიბადა 1801 წლის 17 თებერვალს, ქ. სანკტ-პეტერბურგში. პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ, 1819 წლის 11 ნოემბერს სამსახური დაიწყო შტანდარტ-იუნკერად ლეიბ-გვარდიის საცხენოსნო პოლკში; 1820 წელს მიენიჭა კორნეტის, ხოლო, 1824 წელს პორუჩიკის წოდება; 1825 წლის 14 დეკემბერს მონაწილეობდა დეკაბრისტების აჯანყების ჩახშობაში სენატის მოედანზე, რისთვისაც დაიმსახურა ნიკოლოზ I-ის წყალობა; 1828 წლის იანვარში დააწინაურეს შტაბს-როტმისტრად. მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების ჩახშობის ოპერაციაში. იმავე წლის თებერვლიდან იყო ინფანტერიის გენერალ, საკომუნიკაციო გზების ხელმძღვანელ პრინც ალექსანდრე ვიურტემბერგის ადიუტანტი; 1831 წლის 25 მაისიდან გვარდიის როტმისტრია. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში; 1832 წლიდან ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და „კოლეჟსკი სოვეტნიკის“ ჩინით დაიწყო საქმიანობა სამოქალაქო სამსახურში; 1833 წლის 6 დეკემბერს მიაკუთვნეს კამერგერის წოდება; 1835 წლის 7 აპრილიდან ატარებდა „სტატსკი სოვეტნიკის“ ჩინს; 1836 წლიდან იყო საგანგებო დავალებათა მოხელე სამხედრო სამინისტროსთან; 1838 წლიდან მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში; 1840 წელს მიიღო „ნამდვილი სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება; 1842-1851წწ. ეკავა ვლადიმირის, ხოლო 1851-1862 წწ. სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის პოსტი; ვლადიმირში მისი გუბერნატორობის დროს გაიხსნა დრამის თეატრი; დაარსდა ალექსანდრეს სახელობის ბავშვთა თავშესაფარი (1844); აშენდა ადგილობრივი გამოსასწორებელი საპატიმრო განყოფილების შენობა (1845). პეტრე მიხეილის ძის ხელმძღვანელობით გუბერნიაში დაიწყეს კარტოფილის მოყვანის თანამედროვე მეთოდების გამოყენება. მიღწეული წარმატებებისთვის მან დაიმსახურა ხელისუფლების მადლობა და ჯილდოები, ხალხმა კი ზედმეტ სახელად „კარტოფილის გუბერნატორი“ შეარქვა. 1951 წლის ივნისიდან სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორია; იმავე წლის 6 დეკემბრიდან გახდა „ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი“; 1855 წლის 2 აპრილიდან - სენატორი და სახელმწიფო კონტროლიორის მოადგილე (1855-1863); ხანგრძლივი სამხედრო და სამოქალაქო სამსახურის მანძილზე პ. მ. დონაუროვი დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით; გარდა ამისა მიღებული ჰქონდა: თეთრი არწივის ორდენი (1859), წმ. ალექსანდე ნეველის ორდენი(1863) და სხვა. პეტრე დონაურის მეუღლე 1829 წლის 28 აპრილიდან იყო ნატალია ალექსის ასული ხიტროვო (1804-1863), ფრეილინა, სახელმწიფო კონტროლიორის ქალიშვილი. მათ შვიდი ვაჟი ჰყავდათ. პეტრე მიხეილის ძე დონაუროვი გარდაიცვალა 1863 წლის 22 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია მეუღლის გვერდით ალექსანდრე ნეველის ლავრის ტიხვინის სასაფლაოზე. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480 2. https://ru.wikipedia.org/wiki//Донауров,_Пётр_Михайлович 3. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М., 2013. - 182 с.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |