The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსი დონაური

ალექსი დონაური
Date of birth:12 February, 1830
Date of death:3 April, 1897  (at 67 years)
Burial location:ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაო, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
Category:Military Person

Biography

კახეთის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები - დონაურები რუსეთში მე-18 საუკუნეში, ვახტანგ VI-ის ამალასთან ერთად წავიდნენ და დაფუძდნენ.  მათი გვარი - დონაუროვები - შეტანილია  ყაზანისა და სანკტ-პეტერბურგის გუბერნიების დიდგვაროვანი ოჯახების გენეალოგიურ წიგნში.

ალექსი დონაური დაიბადა 1830 წლის 12 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგში. ის იყო სახელმწიფო მოხელის, ვლადიმირისა და სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის პეტრე მიხეილის ძე დონაუროვის ვაჟი.

1848 წელს დაამთავრა გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და კავალერიის იუნკერების სკოლა;

ოფიცრის პირველი წოდება 1848 წლის 13 ივლისს მიიღო;

1849 წელს დააწინაურეს პოდპორუჩიკად;

1856 წელს დააჯილდოვეს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით;

1850 წლის 28 მაისიდან იყო იზმაილის პოლკის ლაიბ-გვარდიის ოფიცერი;

მონაწილეობდა 1853-1856 წწ. ყირიმის (აღმოსავლეთის) ომში და 1858-1864 წწ. ლაშქრობებში.  

1859 წელს დაიმსახურა წმ. ანას III ხარისხის ორდენი;

1861 წლის 23 აპრილიდან იყო ფლიგელ-ადიუდანტი იმპერატორ ალექსანდრე II-ის კარზე;

1864 წლის 1 იანვარს  ლაიბ-გვარდიის იზმაილის პოლკში მიანიჭეს პოლკოვნიკის ჩინი;

1867 წლის 12 თებერვლიდან დაინიშნა 91- ქვეითი დვინის პოლკის მეთაურად;

1868 წელს დაჯილდოვდა წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენით;

1872 წლის 16 აპრილს უბოძეს გენერალ-მაიორის წოდება; ამ დროისთვის ეკავა 24-ე ქვეითი დივიზიის მეთაურის პოსტი;

1874 წელს მიენიჭა წმ. ვლადიმერის III ხარისხის ორდენი;

1876 წლის 1 მაისიდან მე-18 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის ხელმძღვანელია;

გენერალ-მაიორი ალექსი დონაუროვი იყო 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომების მონაწილე და ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის დაჯილდოვდა წმ. სტანისლავის 1-ი ხარისხის ორდენით, მახვილებით (1878) და ოქროს ხმლით წარწერით „სიმამაცისთვის“ (1879);

1877 წლის სექტემბრიდან - 1878 წლის იანვრამდე იყო რუმინეთის ქალაქ კონსტანცას სამხედრო მეთაური და კომენდანტი;

1879-1881 წწ. ხელნძღვანელობდა მე-17 ქვეითი დივიზიის 1-ლ ბრიგადას;

1883 წელს დაჯილდოვდა წმ. ანას პირველი ხარისხის ორდენით;

1885 წელს იყო მე-13 ქვეითი დივიზიის  პირველი ბრიგადის მეთაური;

სამხედრო სამსახურიდან გადადგა რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტის ჩინით (1888);

გადადგომის შემდეგ ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში;

ალექსი პეტრეს ძე დონაური გარდაიცვალა 1897 წლის  3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე, ვოლკოვოს მართლმადიდებლურ სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: .2. - თბ., 2012. - გვ.480 

2. http://ru.hayazg.info/ Донауров_Алексей_Петрович

3. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М., 2013. - 182 с.


Share: