შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზაქარია დონაური![]()
ბიოგრაფიასახელმწიფო მოხელის, ვლადიმირისა და სანკტ-პეტერბურგის სამოქალაქო გუბერნატორის პეტრე მიხეილის ძე დონაუროვის ვაჟი. ალექსი დონაურის უმცროსი ძმა. დიპლომატი ზაქარია დონაური (დონაუროვი) დაიბადა 1832 წლის 30 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში. 1852 წლის 13 აგვისტოს დაამთავრა გვარდიის პოდპრაპორშჩიკებისა და კავალერიის იუნკერთა სკოლა, მაგრამ ძმისგან განსხვავებით სამხედრო კარიერა არ აირჩია. სამოქალაქო სამსახური დაიწყო „კოლეჟსკი სეკრეტარის“ ჩინით საგარეო საქმეთა სამინისტოს აზიის დეპარტამენტში. ორი წელიწადში გადავიდა სამინისტროს კანცელარიაში მესამე მდივნად. 1856 წელს მიიღო „ტიტულარული სოვეტნიკის“ ჩინი და იმავე წელს გააგზავნეს კურიერად შტეტინსა და ბერლინში, შემდეგ კი დაინიშნა მდივნის მოადგილედ კონსტანტინოპოლის მისიაში. 1857 წელს ზაქარია დონაური დააჯილდოვეს წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით. 1858 წლის 3 ოქტომბერს დაინიშნა უმცროს მდივნად ჰააგის მისიაში. 1865 წელს „ნადვორნი სოვეტნიკი“ დონაუროვი მსახურობდა უმცროს მდივნად მადრიდის მისიაში. მოგვიანებით იყო რუსეთის იმპერიის გენერალური კონსული პარიზში. პარიზში ცხოვრების პერიოდში ზაქარია დონაურს ჰქონდა მიმოწერა მხატვარ ვასილ ვერეშჩაგინთან და მწერალ ივანე ტურგენევთან. გარდაიცვალა პარიზში, 1875 წლის 3 ნოემბერს. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. საფლავი შემონახულია. წყარო: 1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.480 2. Кульбака Николай Элиарович. История дворянского рода Донауровых. – М., 2013. - 182 с.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |