The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მანუჩარ კაჭკაჭიშვილი

დაბადების თარიღი:17??
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

მანუჩარ კაჭკაჭიშვილი იყო არტილერიის ოფიცერი ერეკლე II-ის ჯარში. 1768-1787 წლებში იგი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ეგვიპტეში.

კაჭკაჭიშვილის მოგზაურობის შესახებ ცნობილია თავად გრიგოლ  პოტიომკინთან მისი მემორანდუმებიდან, სტამბოლში რუსეთის ელჩის იაკობ ბულგაკოვის მოხსენებებითი ბარათებიდან, სხვა ქართული დოკუმენტებიდან და ასევე ბრიტანული დიპლომატიური ანგარიშიდან.

საერთაშორისო ურთიერთობებში კაჭკაჭიშვილი იყენებდა მისი სახელის და გვარის რუსიფიცირებულ ვერსიას - მაქსიმ კაჭკაჭოვი (Максим Павлович Качкачов, ინგლისურ დოკუმენტში - Maximo Kaskaciow).

1786 წლის იანვარში ერეკლე II-ის ნებართვით და სარეკომენდაციო წერილებით კაჭკაჭიშვილი, რომელსაც ეგვიპტეში ბიძამისის მონახულება სურდა, შავი ზღვით სტამბოლში, იქიდან კი ალექსანდრიაში ჩავიდა. ბიძა მას ცოცხალი აღარ დახვდა, მაგრამ ეგვიპტეში, იბრაჰიმ-ბეგთან მთელი წლის განმავლობაში დარჩა და ეს დრო ქვეყნის მამლუქ მმართველებთან, ეთიოპიის წარმომადგენელთან და ალექსანდრიაში რუსეთის კონსულ ბარონ ტონუსთან მოლაპარაკებებში გაატარა.

მანუჩარ კაჭკაჭიშვილის მიზანი ქართლ-კახეთის სამეფოს, ეგვიპტელ მამლუქებსა და რუსეთს შორის ოსმალეთის წინააღმდეგ კავშირის გაბმა იყო, თუმცა რუსეთის წარმომადგენელმა ტონუსმა მას იმედები გაუცრუა და გარკვეული ხნით დააკავა კიდეც ოსმალეთთან ურთიერთობის გაფუჭების თავიდან აცილების საბაბით.

1787 წლის მაისში დიპლომატი თბილისში დაბრუნდა და თავისი მოგზაურობის შესახებ პოტიომკინს გაუგზავნა რამდენიმე მემორანდუმი, რომელშიც აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური ვითარება ეგვიპტეში ( ანგარიშები ქართულიდან რუსულად სერგეი ლაშქაროვმა თარგმნა).

კაჭკაჭიშვილი ხაზს უსვამდა ეგვიპტის მამლუქი მმართველების ქართულ და ქრისტიანულ წარმომავლობას და აღნიშნავდა იმ სარგებელს, რომელიც შეეძლო რუსეთს მათთან კავშირის დამყარებით ენახა.

ასევე, მან საქართველოში ჩამოიტანა ქართველი მამლუქების წერილებიც, რომელთა ადრესატები ერეკლე მეფე, საქართველოში მამლუქთა ნათესავები და რუსეთის წარმომადგენლები იყვნენ.

წყარო: 

1. https://ka.wikipedia.org/wiki/მანუჩარ_კაჭკაჭიშვილი 

 


გააზიარე: