The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე მღებროვი

ალექსანდრე მღებროვი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:14 მარტი, 1884
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 1966  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სერაფიმოვოს სასაფლაო, სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

ალექსანდრე მღებრიშვილი (მღებროვი) დაიბადა 1884 წლის 14 მარტს, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტ აბელ (აბესალომ) მღებრიშვილის ოჯახში.

მისი ერთ-ერთი ძმა, ვლადიმერი, იყო ცნობილი გამომგონებელი, იარაღისა და ჯავშანტექნიკის კონსტრუქტორი.

ალექსანდრემ დაამთვრა მოსკოვის მე-3 კადეტთა კორპუსი (1895-1902).

1902-1904 წწ. სწავლობდა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში სანკტ-პეტერბურგში, რომელიც დაასრულა პოდპორუჩიკის ჩინით. ამ პერიოდში დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ სტუდენტებს, ესწრებოდა პეტერბურგის მუშათა შეკრებებს. 1905 წლის 9 იანვრის მღელვარების დროს მონაწილეობდა ბარიკადების მშენებლობასა და დაცვაში, რისთვისაც გააძევეს კავკასიაში, მაგრამ აქაც განაგრძობდა რევოლუციური იდეების პროპაგანდას ჯარისკაცებს შორის. ამავე პერიოდში გამოვლინდა მისი მსახიობური ნიჭი. ცალკეული ნომრებით გამოდიოდა თბილისისა და ბათუმის სამხედრო დანაყოფებში.

მისი სამხედრო კარიერა კავკასიაში შეწყდა. ავადმყოფობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა და სამკურნალოდ ნორვეგიაში გაემგზავრა. აქვე დაიწყო თეატრალური მოღვაწეობა.

1906 წელს მუშაობდა საგასტროლო დასში მსახიობ პავლე ნიკოლოზის ძე ორლენევთან, რომელიც გახდა მისი მასწავლებელი და დამრიგებელი.

1907 წელს დაბრუნდა რუსეთში და თეატრალური განათლების მიღების მიზნით ჩააბარა რაპგოფის დრამის კურსებზე. ამავე წლიდან იყო მოსკოვის სამხატვრო თეატრის (МХТ), ხოლო, 1908-1910 წლებში - კომისარჟევსკაიას სახელობის თეატრის მსახიობი.

1910 წლის ზაფხულში გაემგზავრა ოსტრიაკოვოში, პოდმოსკოვიეში, სადაც სათავეში ჩაუდგა პ. ორლენევის გლეხთა დამოუკიდებელ თეატრს.

1910-1912 წწ. მუშაობდა ევრეინოვის პეტერბურგის ძველ თეატრში. ამ პერიოდში გაიცნო და დაქორწინდა ვიქტორია ვლადიმერის ასულ ჩეკანზე (1888 -1974).

1912 წლის თებერვალში, მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დროს,  საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოათავსეს პრიაჟკას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შლეგების განყოფილებაში. 

1913 წელს გაასამართლეს და გააძევეს სანკტ-პეტერბურგიდან. მეუღლესთან ერთად გაემგზავრა ფინეთის დიდ საჰერცოგოში, ტერიოკიში (ახლანდელი ზელენოგორსკი), სადაც დაიბადა მათი ვაჟი, ივანე. იქ ალექსანდრე მღებროვი მუშაობდა ადგილობრივი თეატრის რეჟისორად.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ალექსანდრე მღებრიშვილი რუსეთში დაბრუნდა და მოხალისედ წავიდა ფრონტზე, მაგრამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს კონტუზია მიიღო და კვლავ საერო ცხოვრებას დაუბრუნდა.

1916 წელს, სახალხო თეატრის შექმნის შესახებ ორლენევის იდეების ზეგავლენით, ალექსანდრე მღებროვი გახდა ბალტიის ქარხნის მუშათა თეატრის ხელმძღვანელი.

1918 წელს, პროლეტკულტის ხელმძღვანელთან პ. კ. ბესალკოსთან ერთად, დააარსა ახალი თეატრი -"პეტროპროლეტკულტის მხატვრული არენა", მოგვიანებით - მუშათა რევოლუციური გმირული თეატრი.

1920 წლიდან მუშაობდა მეიერჰოლდის ხელმძღვანელობით, რსფსრ-ს პირველ თეატრში.

1920-იანი წლების დასაწყისში, მან და მისმა მეუღლემ გახსნეს ლიტერატურული სალონი თავის ბინაზე, კარავანნაიას 14-ში. 

ამ პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი ვიქტორია, მოგვიანებით ალექსანდრეს თეატრის მსახიობი და კრუპსკაიას სახელობის  ლენინგრადის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენო მეტყველების მასწავლებელი.

1922-1924, 1930-1931 და 1939-1956 წლებში ალექსანდრე მღებროვი იყო - ლენინგრადის ა. პუშკინის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი.

1924-1935 წლებში მეუღლსთან ერთად ხელმძღვანელობდა მათ მიერ შექმნილ "ოსტროვსკისა და შექსპირის შესასწავლ სახელოსნოს".

ალექსანდრე მღებროვი რამდენიმე წიგნის ავტორია:

Мгебров А. А. Воспоминания Артиллерийского офицера / Предисловие Я. Шумяцкого. М., 1929. — 112 с.

Мгебров А. А. Жизнь в театре: В 2 т. М.; Л.: Academia, 1929. Т. 1. Орленев. Московский Художественный театр. Комиссаржевская. — 535 с.

Мгебров А. А. Жизнь в театре: В 2 т. М.; Л.: Academia, 1932. Т. 2. Старинный театр. Театральная лирика предреволюционной эпохи и Мейерхольд. Пролеткульт. — 510 с.

1963  წლიდან მუშაობდა სახალხო თეატრებში.

ალექსანდრე მღებრიშვილი გარდაიცვალა ლენინგრადში, 1966 წლის 11 ივნისს. დაკრძალეს იქვე, სერაფიმოვოს სასაფლაოზე.

წყარო:
https://ru.wikipedia.org/wiki/ /Мгебров,_Александр_Авельевич


გააზიარე: