შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ქრისტინე ტუსიაშვილი![]()
ბიოგრაფიაქრისტინე ტუსიაშვილი დაიბადა 1982 წელს, თბილისში. 2000-2006 წლებში გაიარა ხელოვნების თეორიისა და ისტორიის კურსი თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 2008 წელს გადავიდა გერმანიაში, სადაც 2009-2014 წლებში სწავლობდა პროფესორ თომას გრუნფელდის კლასში (დუსელდროფის სამხატვრო აკადემია), შემდეგ კი დაამთავრა ფოტოგრაფიისა და მედიის კურსი ესენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში (ქრისტიან ჰანცშის მაგისტრანტი). ქრისტინე ტუსიაშვილი ძირითადად მუშაობს ვიდეო-ინსტალაციებზე, პერფორმანსებზე, ფოტოგრაფიაზე. მონაწილეობა მიიღო არაერთ ჯგუფურ და სოლო გამოფენაში გერმანიაში, ინგლისში, პოლონეთში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში. მათ შორისაა: 2009- ვარცხნილობა (პერფორმანსი) ბარსელონა; 2010- K20 ობსტრუქცია. ესენი გერმანია; 2011- რეანიმაცია. (არტ კავკასია) თბილისი საქართველო; 2012-2015 Accademia Apulia დიდი ბრიტანეთის ფოტოგრაფიის პრემია ლონდონი; 2013 - მარსალას ხელოვნების ფესტივალი. ბოხუმი გერმანია; 2014 - ART Transfer, კატოვიცე, პოლონეთი; 2016 - avatar "YES". თანამედროვე მულტიმედიური გამოფენა მხატვრობით, ფოტოგრაფიით, ინსტალაციითა და ვიდეო არტით. სივრცე თანამედროვე ხელოვნებისთვის, ბათუმი, საქართველო; 2017 - LIFE N STYLE. ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალი. თბილისი, საქართველო; 2017 - NRW ფორუმი, სლაიდ შოუ ერიკ კესელსთან, დიუსელდორფი, გერმანია; 2017 წელი - ვისბადენის Fototage ფესტივალი თანამედროვე ფოტოგრაფიისთვის; 2018 - DA! ხელოვნების პრემია, დიუსელდორფი, გერმანია; 2018 - 288-ე ჯგუფური გამოფენა, Park-Kultur, დიუსელდორფი, გერმანია; 2019-თანამედროვე ხელოვნების სივრცე. ბათუმი, საქართველო; 2019- Walk for Freedom Performance. დიუსელდორფი, გერმანია; 2020- ადამიანი ვებკამერით, ციფრული ოაზისი. თბილისი, საქართველო; 2020- I8M/20 ფოტოგრაფიული ხელოვნება. დიუსელდორფი, გერმანია; 2022 წლის ივლის-სექტემბერში, თბილისში, გალერეა „ნოვოში“ ჩატარდა ქრისტინე ტუსიაშვილის პერსონალური გამოფენა – „ის, რაც ჩემშია“. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში გაერთიანდა ბოლო წლებში შექმნილი ფოტო და ვიდეო ნამუშევრები. 2023 წლის ივლის-აგვისტოში, კაჭრეთში, რია ქებურიას საგამოფენო სივრცეში, გაიმართა ქრისტინე ტუსიაშვილის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა - „მრავალფეროვანი აზროვნება“. წყარო 1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/s-t/tusiashvili-kristine.html 2. https://archive.propaganda.network/ka/artist/text/211/kristine-tusiashvili
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |