The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელისო წიკლაური

ელისო წიკლაური
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

მხატვარი-მოქანდაკე ელისო წიკლაური დაიბადა 1947 წლის 3 ივლისს, თბილისში.

განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. აქვე გაიარა მაგისტრატურა და დოქტორატურა 1965-83 წლებში.

ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკაში. არის საქართველოსა და აშშ-ს მოქალაქე.

ელისო წიკლაურის ნამუშევრები მოიცავს ფერწერის (დაზგური, მონუმენტური),

გრაფიკის, ქანდაკებისა და რელიეფის დარგებს. არქიტექტურულ პროექტებსა და სამკაულებს.

1984-1991 წწ. - საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი;

1984 წ-დან დღემდე - საქართვლოს მხატვართა კავშირის წევრი;

სისტემატურად ესწრება სახელოვნებო სიმპოზიუმებს და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

1997 წ. იყო ნიუ იორკის ჰანტერ კოლეჯის მიწვეული მხატვარი;

1997- 2009 წლებში ჰქონდა კერძო გაკვეთილები ნიუ-იორკში( Free artist);

არის საერთაშორისო არამომგებიანი საზოგადოება „ამირანის“ დამაარსებელი;

ელისო წიკლაური მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ და სოლო გამოფენებში.

პერსონალური გამოფენები: 2006 - ტაისონ ცენტრი, ვაშინგტონი; დიკოვსკის კერძო სტუდია, ნიუ იორკი;

1995 - კინოს სახლი, თბილისი;

1989 - მხატვრის სახლი, თბილისი; კულტურის ცენტრალურ სახლი, მოსკოვი;

1981 - გოდიქსი, თბილისი;

1975 - საოკეანო ლაინერი „შოთა რუსთაველი”, მსოფლიოს გარშემო; კულტურის ცენტრალური სახლი, თბილისი;

ჯგუფური გამოფენები: 1997 - ოქროსა და ვერცხლში ჩამოსხმული ქანდაკებები, Russian World Gallery, ნიუ-იორკი;

1995 - „სამყაროს გასაღები“, თბილისი;

1994 - „თანამედროვე ხელოვნების ოსტატები“, ბრიუსელი, ბელგია; საერთაშორისო გამოფენა, ფრანკფურტი, გერმანია;

1988 - საერთაშორისო გამოფენა, ვარშავა, პოლონეთი და სხვ.

არის მონუმენტური ქანდაკებების ავტორი; მონაწილეობს დოკუმენტურ ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებში; გამოქვეყნებული აქვს ბუკლეტები და სტატიები სხვადასხვა ჟურნალებსა და გაზეთებში.

ელისო წიკლაურის ექსკლუზიური საიუველირო ნამუშევრები და ქანდაკებები ოქროსა და ვერცხლში, მრავალფეროვანი ნივთები, ქანდაკებები და ფერწერული ტილოები დაცულია საქართველოს, ამერიკის, ინგლისის, იტალიის, ბელგიის, გერმანიის, საფრანგეთის, შვედეთის, ჰოლანდიის, შვეიცარიის, იაპონიის, პოლონეთისა და რუსეთის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

წყარო:

1. https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/tsiklauri-eliso.html 

2. https://geoartistsabroad.tsu.ge/images/site-images/eliso-tsiklauri/CV.pdf


გააზიარე: