შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნიკოლოზ მელიქიშვილი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ მელიქიშვილი (მელიქოვი) დაიბადა 1867 წლის 12 იანვარს, თბილისში. მამამისი, ლევან ივანეს ძე მელიქოვი (1817-1892) კავალერიის გენერალი იყო, გენერალ-ადიუტანტი და სახელმწიფო საბჭოს წევრი. დედა გახლდათ დიდგვაროვანი ქალბატონი - ანა მამუკას ასული ჯამბაკურ-ორბელიანი (1835-1914). 1886 წლის 6 სექტემბერს მიიღეს სამხედრო სამსახურში; 1887 წლის 7 აგვისტოს, კორნეტის წოდებით ჩაირიცხა ნიჟნი ნოვგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში; სამხედრო კარიერა: 1891, 7 აგვისტო - პორუჩიკი; 1896, 5 მარტი - შტაბს-როტმისტრი; 1898 წლის 25 ივნისიდან 1899 წლის 28 იანვრამდე იყო რეზერვში; 1900 წლის 6 მაისიდან როტმისტრის წოდებით წელიწადისა და შვიდი თვის განმავლობაში მეთაურობდა ასეულს; მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) ომში. 1904 წლის 30 სექტემბრის ბრძანებულებით „საბრძოლო გამორჩეულობისათვის“ მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება; 1910-1911 წლებში იყო ტიფლისის მოჯირითეთა წამახალისებელი საზოგადოების გამგეობის წევრი; 1911 წლის 6 დეკემბრიდან ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას; 1909 წლის 1 იანვრისთვის და 1914 წელს ირიცხებოდა ნიჟნი ნოვგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკის შემადგენლობაში; იყო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე; 1914 წლის 10 ნოემბერს, კოლუშეკთან ცნობილი შეტევის დროს, ახორციელებდა ნიჟნი ნოვგოროდის ესკადრონების გენერალურ ხელმძღვანელობას; 1915 წლის 27 მარტიდან 1917 წლის 5 თებერვლამდე იყო ფინეთის მე-20 დრაგუნთა პოლკის მეთაური; 1915 წლის 29 ოქტომბრის ბრძანებულებით უბოძეს გენერალ-მაიორის წოდება; 1917 წლის რევოლუციური მოვლენების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. გარდაიცვალა 1924 წლის 30 ოქტომბერს, პარიზში. დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით; გიორგის ოქროს იარაღით ( 1915) და საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის ჯვრით (საფრანგეთი); ლევან მელიქიშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე - ნატალია არაპოვა (1875-1971). განქორწინდნენ 1908 წელს. ჰყავდათ ქალ-ვაჟი - ირინა (1896 - 1908) და სერგეი (1897- 1979); მეორე მეუღლე - სოფიო ივანეს ასული ამილახვარი (1885-1968). ერთ ქალიშვილი ჰყავდათ - ელენე (1909- 1978). გენერალ-მაიორ ლევან მელიქიშვილის ძმა- ასევე რუსეთის ჯარის გენერალ-მაიორი პეტრე ლევანის ძე მელიქიშვილიც (1862-1934) იმყოფებოდა ემიგრაციაში საფრანგეთში, დაკრძალულია ნიცაში. წყარო: 1.ბეჟიტაშვილი გიორგი. ქართული სამხედრო-პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) : დის. ისტორ. მეცნ. დოქტ. / გიორგი ბეჟიტაშვილი; თელავის სახ. უნ-ტი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ.. - თელავი, 2011. გვ. 53-68 2. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/165280/1/Disertacia.pdf 3. https://ru.wikipedia.org/wiki/ Меликов,_Николай_Леванович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |