The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ ერნი

Date of birth:6 December, 1879
Date of death:19 July, 1972  (at 92 years)
Category:Military Person

Biography

ნიკოლოზ ფრანცის ძე ერნი (Николай Францевич Эрн ) დაიბადა თბილისში, 1879 წლის 6 დეკემბერს, გერმანელი კოლონისტების ოჯახში. მამამისი, ფრანც კარლოს ძე ერნი(1838-1913) იყო ამიერკავკასიის სამხედრო-სააფთიაქო საწყობების მმართველი. დედა გახლდათ ოლგა პავლოვნა რაისკაია, ნახევრად პოლონელი, ნახევრად რუსი. მათ ჰყავდათ ოთხი შვილი, რომლებიც აღიზარდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში.

ნიკოლოზ ერნმა დაამთავრა ტფილისის II გიმნაზია, ელისავეტგრადის (უკრაინა) კავალერიის იუნკერთა სასწავლებელი (1900 წ.) და ნიკოლოზის გენშტაბის აკადემია (1906).

სამხედრო სამსახურის პირველი წლები გაატარა კავკასიაში დისლოცირებულ ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში;

მონაწილეობდა I მსოფლიო ომში: 1914 წლის ნოემბრიდან 1915 წლის თებერვლამდე იყო შტაბის ოფიცერი კავკასიის მე-4 არმიის კორპუსის შტაბ-ბინაში; 1915 წლიდან - პოლკოვნიკის წოდებით კავკასიის I კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროსი; შემდგომ, საექსპედიციო კორპუსის შტაბის უფროსი სპარსეთში, დაწყებული მისი ფორმირებიდან 1916 წლის 11 ივნისამდე. თეირანში სამხედრო აღლუმის მონაწილე;

1916 წლის 20 დეკემბრიდან - მე-18 სევერსკის დრაგუნთა პოლკის მეთაური;

1917 წელს მიენიჭა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის გენერალ-მაიორის წოდება; ნ. ერნის ქალიშვილი იგონებს, რომ მამამისის დანიშვნა იყო ბოლო დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ -  „მე-7 კავკასიის არმიის კორპუსის შტაბის ობერ-კვარტირმეისტერი (1917 წლის 1 დეკემბრიდან)“.

სამხრეთ რუსეთის მოხალისეთა არმიაში თავიდანვე იყო მთავარსარდლის შტაბის  მორიგე გენერლის თანაშემწე.

რუსეთის არმიის ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ, იმყოფებოდა იუგოსლავიაში, მთავარსარდლის შტაბში, კარლოვიცაში. ასევე, ასწავლიდა სამხედრო ისტორიას ნიკოლაევის საკაველერიო სასაწავლებელში, რომელიც 1921-1924 წლებში მდებარეობდა ქ. ბელაია ცერკოვში, პროვინცია ბანატში (სერბების, ხორვატების და სლოვენების სამეფო).

1924 წელს გაემგზავრა პარაგვაიში, სადაც მიწვეული იყო სამხედრო აკადემიის პროფესორის თანამდებობაზე. თეთრგვარდიელი გენერლები ეხმარებოდნენ პარაგვაელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში.

პარაგვაის არმიის გენერალ-ლეიტენანტი. მონაწილეობდა ომში ბოლივიასთან (ჩაკის ომი).

კორეის ომის დროს, 1950-1953 წლებში, ეწეოდა რუსი ემიგრანტების რეკრუტირებას აშშ-ის არმიაში. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა მე-16 ტვერის დრაგუნთა პოლკის ისტორიაზე.

გარდაიცვალა 1972 წლის 19 ივლისს, ასუნსიონში.

ნიკოლოზ ერნის ძმები: სერგეი ერნი - პოლკოვნიკი, ჩაკის ომის მონაწილე, ინჟინერი;

ვლადიმერ ერნი(1882-1917). ფილოსოფოსი, მოსკოვის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი.

ნიკოლოზ ერნის მეუღლე იყო მარია დავიდოვნა ერნი (გარდაიცვალა 1963 წელს). ჰყავდათ ქალ-ვაჟი: ნატალია (1912-2013) - ასწავლიდა პარაგვაის საბალეტო სკოლაში; ვაჟი - ბორის ერნი (1905-1981) იყო სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-18 დრაგუნთა პოლკის კორნეტი. 1936-1949  წლებში - პარაგვაის არმიის  ოფიცერი; ცხოვრობდა აშშ-ში.

წყარო:

1. ბეჟიტაშვილი გიორგი. ქართული სამხედრო-პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) : დის. ისტორ. მეცნ. დოქტ. / გიორგი ბეჟიტაშვილი; თელავის სახ. უნ-ტი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ.. - თელავი, 2011. გვ. 53-68

2. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/165280/1/Disertacia.pdf 

3. https://ru.wikipedia.org/wiki/Эрн,_Николай_Францевич

 


Share: