შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ივანე მაყაშვილი![]()
ბიოგრაფიაგენერალ გიორგი კვინიტაძის ცოლისძმა, თავადი ივანე რამაზის ძე მაკაევი (მაყაშვილი) დაიბადა 1848 წელს. 1872 წლიდან მსახურობდა ჯარში ოფიცრის წოდებით. 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში პრაპორშჩიკის ჩინით მეთაურობდა გურიის ქვეითი დრუჟინის ასეულს. სამხედრო წარჩინებისთვის დაჯილდოვდა წმ. ანას მე-3 (მახვილებითა და ბაფთით) და მე-4 ხარისხის, წმ. ვლადიმერის მე-3 და მე-4 ხარისხის (მახვილებითა და ბაფთით) სამხედრო ორდენებითა და პორუჩიკის წოდებით. მისივე თხოვნით გადაიყვანეს აღმოსავლეთ ციმბირის მე-18 მსროლელ პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904-1905) და რუსეთ-ოსმალეთის ომებში. 1904 წლიდან ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას. 1906 წელს გადაეცა ოქროს ხმალი (მამაცობისათვის) და მთავარსარდლის ბრძანებით დაინიშნა მე-5 ციმბირის ქვეითი ირკუტსკის პოლკის მეთაურად. მან ეს პოსტი იმავე წელს დატოვა ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, რაც გამოიწვია ლიაოიანის მახლობლად მიღებულმა ჭრილობებმა, შემდეგ კი დანიშნეს 250-ე ახულგის ბატალიონის მეთაურად (06.04.1906-დან). 1907 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. ამავე წლიდან დაინიშნა გროზნოს სარეზერვო 253-ე ბატალიონის მეთაურად. შემდგომ წლებში მსახურობდა 250-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაურად. ცნობილია როგორც სამხედრო მწერალი. დაჯილდოებული იყო ორდენით „რუმინეთის ვარსკვლავი“. 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. წყარო: 1. ბეჟიტაშვილი გიორგი. ქართული სამხედრო-პოლიტიკური ემიგრაცია ევროპაში (1921-1953) : დის. ისტორ. მეცნ. დოქტ. / გიორგი ბეჟიტაშვილი; თელავის სახ. უნ-ტი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ.. - თელავი, 2011. გვ. 53-68. 2. https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/165280/1/Disertacia.pdf 3. https://mematiane.ge/product-details.php?id=1378
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |