შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დიმიტრი ანანიაშვილი![]()
ბიოგრაფიაპოდპოლკოვნიკმა დიმიტრი (მიტო) სვიმონის ძე ანანიაშვილმა (1892-1968) 1921 წელს დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში გაემგზავრა. მცირე ხანს თურქეთში (სტამბოლში) ცხოვრობდა, შემდეგ შეუერთდა ქართულ ემიგრაციას ევროპაში. 1933 წ. აირჩიეს პარიზში დაარსებულ „ქართველ მხედართა“ საზოგადოების გამგეობის წევრად. II მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა სამხრეთ ამერიკაში. იყო არგენტინის ქართველთა სათვისტომოს წევრი. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. ემიგრანტი პოეტის გიორგი გამყრელიძის 1940 წლით დათარიღებული ლექსი „დარდი“ ეძღვნება მიტო ანანიაშვილს. წყარო: საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ. 201 ცერცვაძე მაია. ქართველი ემიგრანტებისადმი მიძღვნილი გიორგი გამყრელიძის ლექსები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2018-2019. – N5 (8).-გვ. 40-62
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |