შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე ბუჩქიევი![]()
ბიოგრაფიაბუჭყიაშვილები მიეკუთვნებიან თბილისის გუბერნიის წარჩინებულ თავადაზნაურთა გვარს. უძველესი დროიდან თბილისის მკვიდრნი იყვნენ. ამ გვარის მამაკაცთა უმეტესი ნაწილი სამხედრო სამსახურში იყო და სახელმწიფოს, სარწმუნოებისა და მამულის ერთგულებისათვის მიღებული ჰქონდათ უმაღლესი ჯილდოები. ჯერ კიდევ ერეკლე II-ის მეფობის დროს ათასეულის უფროსად, მინბაშად, მსახურობდა ივანე ბუჭყიაშვილი. ისიც და მისი შთამომავლებიც დაკრძალული არიან ანჩისხატის ტაძარში. რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი (1893) ალექსანდრე ბეჟანის (ბორისის) ძე ბუჭყიაშვილი (Бучкиев, ბუჩქიევი) დაიბადა 1825 წლის 24 აგვისტოს. იგი იყო ერეკლე II-ის მინბაშის (ათასისთავი) ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი. სწავლობდა ჯერ თბილისის გიმნაზიაში, 1837-1844 წწ. კი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. მსახურობდა ცარსკოე სელოს საარტილერიო ბატარეაში, ბესარაბიაში. 1851 წლიდან გადაიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიაში. მონაწილეობდა რუსეთ–ოსმალეთის (1853–1856, 1877–1878) ომებში. 1885 წლიდან იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. 1887–1892 წწ. მსახურობდა ფინეთში 24-ე ქვეითი დივიზიის 24-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურად. 1893 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან. იყო მრავალი ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 1902 წლის 28 თებერვალს. დაკრძალულია ანჩისხატის ეკლესიაში. ალექსანდრე ბუჭყიაშვილის მეუღლე იყო მაკრინე ნიკოლოზის ასული ბაგრატიონ-მუხრანელი (1850-1919). ჰყავდათ ქალიშვილი - ანა (1883, 3 დეკემბერი). რუსეთის არმიის ოფიცრები იყვნენ მისი ძმები - ივანე, ვახტანგ და მიხეილ ბუჭყიაშვილები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513 ქართველიშვილი ლამარა. ბუჭყიაშვილები //საქართველოს თავადაზნაურობა. ტ.2. - თბილისი, 2014. -გვ. 226-227. https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსანდრე_ბუჭყიაშვილი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |