The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიამ ფარცხალაძე

მარიამ ფარცხალაძე
დაბადების თარიღი:1977  (47 წლის)
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

მარიამ ფარცხალაძე დაიბადა თბილისში, 1977 წელს. 

ბავშვობიდან გატაცებული იყო ქსოვილებით, მოდის ინდუსტრიით, აინტერესებდა ქსოვილის დამუშავების სხვადასხვა ტექნიკა. 2003 წელს, კავკასიის მთებში მოგზაურობის დროს აღმოაჩინა თექის დამუშავების უძველესი მეთოდი, რომელიც გახდა მისი მთავარი თვითგამოხატვის მასალა.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენის დიზაინის სკოლის დამთავრების შემდეგ, მარიამ ფარცხალაძე ხელოვნების სახლის წევრია, როგორც ტექსტილის დიზაინერი. შეკვეთით ქმნის ქოვილებს და სამოსს, იღებს მაღალი მოდის შეკვეთებს სხვადასხვა ორგანიზაციების წარმოდგენებისთვის - Christian Lacroix, Jimmy Choo, Paris Opera, Christophe Josse. 

2001 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, მიღებული აქვს მონაწილეობა საფრანგეთში გამართულ სხვადასხვა გამოფენებსა და შოუებში.

წყარო:

https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/u-ts/partskhaladze-mariam.html


გააზიარე: