The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვახტანგ ბუჩქიევი

ვახტანგ ბუჩქიევი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ ბუჭყიაშვილი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი:1901  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ბუჭყიაშვილები მიეკუთვნებიან თბილისის გუბერნიის წარჩინებულ თავადაზნაურთა გვარს. ამ გვარის მამაკაცთა უმეტესი ნაწილი სამხედრო სამსახურში იყო რუსეთის საიმპერატორო არმიაში.

ვახტანგ (ვახრამ) ბეჟანის (ბორისის) ძე ბუჭყიაშვილი ((Бучкиев, ბუჩქიევი) იყო რუსეთის არმიის არტილერიის გენერალ-ლეიტენანტის ალექსანდრე ბუჭყიაშვილის უმცროსი ძმა, ერეკლე II-ის მინბაშის (ათასისთავი) ივანე ბუჭყიაშვილის შვილიშვილი.

დაიბადა 1837 წლის 25 დეკემბერს.

ოფიცრის წოდებას ატარებდა 1855 წლის 17 სექტემბრიდან. მონაწილეობდა 1854-1855, 1857-1859, 1861-1863 წწ. კამპანიებში, რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის მთიელების დამორჩილებაში და 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 

სამსახურებრივი კარიერა: 1855 წ. - პრაპორშჩიკი; 1864 წლის 24 იანვრიდან - ლეიტენანტი;

1866 წლის 19 ივნისს მიანიჭეს შტაბის კაპიტნის წოდება; 1869 წლის 9 მარტიდან - კაპიტანი; 1874 წლის 2 აპრილიდან - მაიორი; 1877 წლის 14 სექტემბრიდან - პოდპოლკოვნიკი; 1891 წლის 31 მარტიდან - პოლკოვნიკი; 1897 წლის 19 იანვრიდან - გენერალ-მაიორი.

1873-1877 წლებში მსახურობდა მე-15 ტვერის დრაგუნთა პოლკში, 1883-1889 წლებში - 43-ე ტვერის დრაგუნთა კავკასიის კავალერიის დივიზიის პოლკში.

1891 წლის 1 მაისიდან - მე-5 საველე ჟანდარმერიის ესკადრონის მეთაური.

სამხედრო ჯილდოები: წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბაფთით (1865); წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (1872); წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ხმლებითა და ბაფთით (1877); წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი (1883) და სხვა. 

1897 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა.

გარდაიცვალა 1901 წელს. დაკრძალულია თბილისის ანჩისხატის ტაძარში.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.513 

https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_ბუჭყიაშვილი

http://www.rusgeneral.ru/gen/b/gen_b1411a.html

http://ru.hayazg.info/Бучкиев_Вахрам_Борисович


გააზიარე: