შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მირიან ჯაფარიძე გომელი![]()
ბიოგრაფიამირიან ჯაფარიძე გომელი დაიბადა 1969 წელს ბაღდათში, საქართველო. 1984-1988 წლებში სწავლობდა ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო, 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გრაფიკის სპეციალობით. 1997 წელს მირიან გომელი გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში. მხატვარი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, მათ შორისაა: 2013 - გალერეა IBERART, ბერლინი, გერმანია; არტ-ბაზრობა ამსტერდამში, ნიდერლანდები; 2012- კოპენჰაგენის არტ-ბაზრობა; ოდენსის გამოფენა; 2010 - ოსლოს არტ-ბაზრობა, ნორვეგია; 2009 - ციურიხის საერთაშორისო ხელოვნების გამოფენა, შვეიცარიაში და სხვ. ამჟამად მირიან გომელი ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. წყარო: https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/japaridze-mirian.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |