Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ზაზა გოგუა![]()
Biographyზაზა გოგუა ალტისტია. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ამჟამად მოღვაწეობს იაპონიაში. არის ოსაკას კონსერვატორიის სოლო ალტის და კამერული ანსამბლის პედაგოგი, მუსიკალური აკადემიის ლექტორი, "კობე ორკესტრის" ალტების ჯგუფის კონცერტმაისტერი, ოსაკას საერთაშორისო კონკურსის ჟიურის მუდმივი წევრი. 1990-იან წლებში ზაზა გოგუა მოღვაწეობდა იტალიაში. 1995 წელს გაწევრიანდა ქ. მილანის კამერულ ორკესტრ „გუიდი კანტელის“ კოლექტივში, სადაც შეუერთდა ალტების ჯგუფს. მასთან ერთად მუშაობდნენ გიორგი ბაბუაძე და გია ხეოშვილი. ქართველმა მუსიკოსებმა იტალიაში შეიტყვეს, რომ იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, მაესტრო თომას ზანდერლინგი აცხადებდა კონკურსს ორკესტრის კონცერტმაისტერის ვაკანტური ადგილისთვის. იაპონიაში დაუყოვნებლივ გაიგზავნა CD და DVD დისკები საშემსრულებლო ჩანაწერებით. გარკვეული დროის შემდეგ დადებითი პასუხიც მოვიდა. 1996 წლიდან ზაზა გოგუა იაპონიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იყო იაპონიის ქ. ოსაკას სიმფონიური ორკესტრის კონცერტმაისტერი. აქვს ჩაწერილი 6 ალბომი. მართავს კონცერტებს იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში. ქართველმა მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს სიმებიანი კვარტეტი „თბილისი“, რამაც ქართული მუსიკალური ხელოვნება კიდევ უფრო ფართოდ გააცნო იაპონიის საზოგადოებას. ამომავალი მზის ქვეყანაში მოღვაწეობს ზაზა გოგუას მეუღლეც, მხატვარი ნინო ქარუმიძე, რომელიც 2000 წლიდან ყოველწლიურად მართავს პერსონალურ გამოფენებს იაპონიის სხვადასხვა ქალაქებში. 2018 წლის აგვისტოში იაპონიის ქალაქ ოსაკაში, სამხატვრო გალერეა “LADS Gallery”-ში, ჩატარდა ქართველი მხატვრის ნახატების პერსონალური გამოფენა - “Life in movement“. გამოფენის გახსნისას, გაიმართა მცირე კლასიკური მუსიკის კონცერტი. ალტისტმა, ზაზა გოგუამ შეასრულა ცნობილი ქართველი და იაპონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ზაზას და ნინოს თავიანთი შემოქმედებით მონაწილეობა აქვთ მიღებული საქართველოს საელჩოს მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებშიც. წყარო: http://mamuli.by/wp-content/uploads/2019/01/agvisto_2018.pdf თავშავაძე თამარ. ბერლიოზის საღამო // მუსიკა / საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. - თბილისი, 2013. - - N4(18). - გვ.10-12.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |