შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
აბესალომ მღებროვი![]()
ბიოგრაფიააბელ - აბესალომ მღებრიშვილი (მღებროვი) დაიბადა 1845 წლის 20 დეკემბერს.1866 წელს დაამთავრა საიმპერატორო კომერციული სკოლა. შემდეგ ჩაირიცხა ნიკოლაევის სახელობის სამხედრო საინჟინრო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ სამსახური დაიწყო კავკასიის 1-ლი არმიის კორპუსის 1-ლ მესანგრეთა ბატალიონში, პრაპორშჩიკის ჩინით. სამსახურებრივი კარიერა:1868 წლის 13 ოქტომბრიდან - პოდპორუჩიკი, 1871 წლის 24 ივლისიდან - პორუჩიკი, 1878 წლის 2 სექტემბრიდან - შტაბს-კაპიტანი, 1885 წლის 27 ივლისიდან - კაპიტანი, 08/30/1890 -პოდპოლკოვნიკი, 6/12/1895 - პოლკოვნიკი. 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა შავი ზღვის სანაპიროს დაცვაში. სანკტ-პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ამიერკასპიის სამხედრო ოლქში - ჯერ საქმეთა მწარმოებლის თანაშემწედ ჯარებისა და ტვირთების გადაადგილების განყოფილებაში, 1903 წლიდან კი გახდა სარკინიგზო ჯარების გენერალური შტაბის სამხედრო კომუნიკაციების განყოფილების უფროსი. 1903 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 1914 წლის 20 თებერვლიდან მუშაობდა მთავარ სამხედრო-ტექნიკურ სამმართველოში დავალებების გენერლად (генерал для поручений). 1914 წლის 6 აპრილს უბოძეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. დაჯილდოებული იყო წმინდა ანას, წმინდა სტანისლავისა და წმინდა ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებით; მიღებული ჰქონდა, აგრეთვე, თეთრი არწივის ორდენი (1916) და ბუხარის ოქროს ვარსკვლავი, ორჯერ - 1895 წელს მეორე და 1900 წელს პირველი ხარისხის. აბესალომ მღებრიშვილი დაქორწინებული იყო. მისი ვაჟები იყვნენ: მსახიობი და რეჟისორი ალექსანდრე მღებროვი (1884-1966) და სამხედრო ინჟინერ-კონსტრუქტორი ვლადიმერ მღებროვი (1886-1915). წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Мгебров,_Авессалом_Иванович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |