შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დიმიტრი ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადიმიტრი ჯაფარიძემ 1983 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 1999 წელს – იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სწავლის დროს დაკავებული იყო სპორტით, არის პირველი თანრიგის მფლობელი ცურვასა და კალათბურთში, საქართველოს ორგზის და საბჭოთა კავშირის საკლუბო გათამაშების ჩემპიონი კალათბურთში. 1991-1992 წლებში სწავლობდა შვეიცარიაში, ნეშატელის უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე, გაიარა სასწავლო პრაქტიკა შვეიცარიის ტურიზმის უმაღლეს სკოლაში. 1999-2003 წლებში სწავლობდა ციურიხის რ. კენედის სახელობის კოლეჯში, სადაც მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი. 2013 წელს მოიპოვა კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევითი სტიპენდია, 2015 წელს კი – კარნეგის ფონდის სტიპენდია. მიწვეული მკვლევრის სტატუსით 2015 წელს მუშაობდა აშშ-ის კენტუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წელს – ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში. 2003-2008 წლებში იყო საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი. 2005-2008 წლებში არჩეული იყო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (ჟენევა) ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, 2005-2009 წლებში კი – „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა სპორტის აკადემიას, ხოლო 2009-2010 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტებს. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მცირე ბიზნესი, მეწარმეობა, ტურიზმი, სტრატეგიული მართვა, განვითარების ეკონომიკა, სასოფლო განვითარება, ევროკავშირის ეკონომიკური ინტეგრაცია, გლობალური პოლიტიკურ ეკონომიკა, სამხრეთ კავკასიის ეკონომიკა და ა.შ. წყარო: https://faculty.iliauni.edu.ge/arts/dimitri-japharidze/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |