შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით ჭითანავა![]()
ბიოგრაფიადავით ჭითანავამ დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია. სწავლის პერიოდშივე გაუჩნდა ინტერესი ტექნიკური საგნების მიმართ და პროფესიის არჩევისას გადაწყვიტა მისი მომავალი ინჟინერიისთვის დაეკავშირებინა. ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე და წარჩინებით დაიცვა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი. შემდგომში კი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა ESM-ში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, წლის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტის სტატუსით. ახალგაზრდა ინჟინერმა 2008 წლიდან, ჯერ კიდევ ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლისას დაიწყო სამუშაო პრაქტიკა საინჟინრო მიმართულებით და გაიარა კარიერული წინსვლის მნიშვნელოვანი ეტაპები, დაწყებული რიგითი მენეჯერობიდან, დამთავრებული ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელობით ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ სამშენებლო კომპანიაში. მან მონაწილეობა მიიღო ორმოცდაათზე მეტ მნიშვნელოვან პროექტში. ხელმძღვანელობდა თბილისის და საქართველოს მასშტაბით არაერთი ხიდის, ესტაკადის, გზის, გვირაბის, პარკის, ისტორიული, კულტურული, კომერციული და ადმინისტრაციული შენობების მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტებს. პროფესიულ ზრდასთან ერთად დავით ჭითანავა მიხვდა, რომ სამშენებლო პროექტების მართვა-მენეჯმენტი იყო ის, რაც მას აინტერესებდა და გადაწყვიტა შემდგომში ამ მიმართულებით აემაღლებინა კვალიფიკაცია. შესაბამისად, მოიძია Columbia University in the City of New York, რომელსაც მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით ყველაზე გამორჩეული სამაგისტრო პროგრამა აქვს მსოფლიოში. კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აირჩიეს უნივერსიტეტთან არსებული Center for Buildings, Infrastructure and Public Space-ის (CBIPS) მკვლევარად, შემდგომში ასოცირებულ თანამშრომლად და მოგვიანებით უკვე მრჩეველთა საბჭოს წევრად. ცენტრში, სხვადასხვა პროექტებთან ერთად, საშუალება ჰქონდა ნიუ-იორკის პარკების და რეკრეაციის სამსახურისთვის ერთი წლის მანძილზე ემუშავა კვლევაზე, რომელიც ეხებოდა ნიუ-იორკის წყლისპირა ინფრასტრუქტურის მდგრადობას, რაც ასევე მოიცავდა მათთან სტაჟირებას. დავით ჭითანავამ კოლუმბიის უნივერსიტეტი 2021 წელს წარმატებით დაამთავრა, როგორც პირველმა ქართველმა მაგისტრმა ინჟინერიის მიმართულებით. სწავლის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობს ამერიკულ საინჟინრო კომპანია Gannett Fleming Engineers and Architects-ის ნიუ-იორკის ოფისში, პროექტის მენეჯმენტის გუნდში ინჟინრის პოზიციაზე. პარალელურად, ნიუ-იორკში მოღვაწე კომპანიაში -Pena-Alcantara Consultants, Inc. უკავია უფროსი ინჟინრის თანამდებობა და კონსულტაციებს უწევს, როგორც კერძო კომპანიებს, ასევე, ნიუ-იორკის მერიის საჯარო სააგენტოებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. ქართველი ინჟინერი არის Columbia University CBIPS-ის საბჭოს წევრი, სადაც მენტორობას უწევს ახალგაზრდა მკვლევრებს და, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, რომელიც შედგება დარგის ლიდერებისგან, იხილავს ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში მიმდინარე სიახლეებს, გამოწვევებსა და სხვადასხვა საკითხებს. ამასთან ერთად, არის American Society of Civil Engineers, Institute for Sustainable Infrastructure-ის და ორგანიზაციის – Engineers Without Borders-ის წევრი, სადაც მესამე წელია, შერჩეულია საერთაშორისო სტუდენტური საინჟინრო კონკურსის ნამუშევრების შემფასებელად. წყარო: 1. https://www.doctrina.ge/საზღვარგარეთ-მიღებული-სამუშაო გამოცდილება/ 2. https://speech.ge/skhvadaskhva/davith-tchithanava-inzhineri-ashsh/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |