The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ელზა ჯავახიშვილი

ელზა ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:17 ივლისი, 1981  (42 წლის)
კატეგორია:არტისტი

ბიოგრაფია

ელზა ჯავახიშვილი დაიბადა 1981 წლის 17 ივლისს, საქართველოში, ქ. სიღნაღში. 2004 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში, 2013 წლიდან  კი ბერლინში. არის გერმანიის მოქალაქე.

ელზა ჯავახიშვილი სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კინო-ტელე სარეჟისორო ფაკულტეტზე (1998-2004).

გერმანიაში განათლება მიიღო დორტმუნდის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ტექსტილის კულტურული ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე, მეცნიერული და პედაგოგიური მიმართულებით (ბაკალავრია, 2007 – 2013), ასევე, 2013 წლიდან 2016 წლამდე სწავლობდა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (UDK), სადაც გაიარა მაგისტრატურის სრული კურსი “Art in context”. ეს ფაკულტეტი დაამთავრა მეცნიერული სამასტერო ნაშრომით და აგრეთვე ხელოვნების პროექტით, რომლის სათაურიცა: „ფორმამიცემული ენა როგორც ტექსტუალური სურათი - მოგზაურობა ჰეტეროლინგვისტურ სივრცეებში“.

ელზა ჯავახიშვილი მულტიმედია არტისტია, რომლის შემოქმედება სხვადასხვა მედიას მოიცავს: გრაფიკა, ინსტალაცია, ფოტოგრაფია, ვიდეოარტი, პერფორმანსი და ენობრივი ექსპერიმენტები (კონკრეტული და ვიზუალური პოეზია). 

2009 წლიდან მონაწილეობს გამოფენებსა და მნიშვნელოვან პროექტებში.

2010 წელს ხელოვანმა მიიღო: დორტმუნდის უნივერსიტეტის ხელოვნების ჯილდო პლასტიკური და ინტერდისციპლინური სამუშაოებისთვის და, ასევე, იდეების ფაბრიკის ჯილდო ([ID] factory Preis) ფოტოგრაფიისათვის (დორტმუნდი, გერმანია).

ელზა ჯავახიშვილი არის ფიგურული ლექსების ავტორი. ეს ლექსები ორენოვანია და ქართული სიტყვა გერმანულივით ჟღერს, ხოლო სიტყვები გამოხატავს არა აზრს, არამედ ფორმას გიჩვენებთ.   

2022 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა გამოსცა ელზა ჯავახიშვილის ლექსების კრებული, სახელწოდებით „საგზალი“. წიგნი მოხვდა ლიტერატურულ პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტებს შორის, ნომინაციაში - წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი.

წყარო:

https://geoartistsabroad.tsu.ge/ka/artists/ch-dj/javakhishvili-elza.html


გააზიარე: