The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


პეტრე მელიქიშვილი

პეტრე მელიქიშვილი
Date of birth:21 September, 1862
Date of death:11 July, 1934  (at 71 years)
Burial location:რუსული სასაფლაო, ნიცა, საფრანგეთი
Category:Military Person

Biography

თავადი პეტრე მელიქიშვილი (მელიკოვი) დაიბადა 1962 წლის 21 სექტემბერს. მშობლები: ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი (1818-1892) და ალექსანდრა (ანა) მამუკას ასული ჯამბაკურ-ორბელიანი (1835-1914).

პეტრე მელიქიშვილმა დაამთავრა პაჟთა კორპუსი. 1881 წლიდან სამხედრო სამსახურშია: 1883 - პოდპორუჩიკი; 1884 - პორუჩიკი; 1891 - შტაბს-კაპიტანი; 1892 - პოდესაული და დონის ჯარების ატამანის ადიუტანტი; 1898 - ესაული; 1903 - პოლკოვნიკი;

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში (1904-1905);

1904 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი;

1906 წლის მარტიდან - განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერი ვარშავის გენერალ-გუბერნატორის შტაბში;

1909 წლის 6 დეკემბრიდან - გენერალ-მაიორი;

1909 -1917 წწ. - დავალებათა გენერალი ვარშავის გენერალ- გუბერნატორთან;

პეტრე მელიკოვს მიღებული ჰქონდა წმ. სტანისლავის, წმ. ანასა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ჯილდოები, აგრეთვე, უცხოური ორდენები: ლომისა და მზის, მე-4  (1890) და მე-2 ხარისხის (1902) და ვიურტემრბერგის გვირგვინის მე-4 ხარისხის ორდენი (პრუსია).

დაქორწინებული იყო ბარონესა ანა ფონ დერ ოსტენ-საკენზე (1870, 14.08, ქუთაისი- 1931, 22. 03, ნიცა), ბარონ მაქსიმილიან ფონ დერ ოსტენ-საკენისა და სალომე დავითის ასულ ჭავჭავაძის ასულზე. ჰყავდათ ორი ვაჟი - ლევანი და მაქსიმილიანი.

1917 წელს მთელი ოჯახი პეტროგრადში ცხოვრობდა. 1918 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში  პეტრე მელიქიშვილი დააპატიმრეს მოსე სოლომონის ძე ურიცკის მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ მტკიცებულების არ ქონის გამო დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაანთავისუფლეს.

1918 წელს წავიდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. 1931 წლიდან, ნიცაში ხელმძღვანელობდა პაჟთა კავშირის ფილიალს.

გარდაიცვალა 1934 წლის 11 ივლისს, ნიცაში. დაკრძალულია იქვე, რუსულ სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ru.wikipedia.org/wiki/Меликов,_Пётр_Леванович

2. http://ru.hayazg.info/ Меликов_Петр_Леванович


Share: