შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზურაბ ქარუმიძე![]()
ბიოგრაფიაზურაბ ქარუმიძე დაიბადა 1957 წლის 22 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერების ფენომენი ჯონ დონის პოეზიაში“. 1983-2000 წწ., როგორც მეცნიერ-თანამშრომელი, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის კვლევის ცენტრში, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ; 1994-1995 წლებში იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც სწავლობდა პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას; გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები ფილოსოფიურ, ლიტერატურათმცოდნეობით და კულტუროლოგიურ საკითხებზე; იყო ალმანახ "ახალი დროების" და ჟურნალ "Georgia/Caucasus Profile"-ის თანარედაქტორი (1995-1990); ინგლისურენოვანი ანალიტიკური ჟურნალის "Caucasus Context"-ის თანარედაქტორი (2002-2005); 2005-2011 წწ. თანამშრომლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრთან (ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, აშშ); 2006-2008 წწ. იყო წამყვანი გადაცემისა "ღამის საუბრები"; 2006-2010 წწ. თანამშრომლობდა რადიოსთან "სინდიკატი 104.3"; 2010-2012 წწ. მუშაობდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდში; 2005-2012 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დარგობრივი და აღმასრულებელი საბჭოების წევრი; პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოაქვეყნა გაზეთში „ლიტერატურა და სხვა“. 1995 წელს ლიტერატურულ ალმანახში „ახალი დროება“ დაიბეჭდა მისი პროზაული პოემა „გიჟი მექუდე“; 1996 წელს ზურაბ ქარუმიძის ორი მოთხრობა, რომლებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად, დაიბეჭდა ჟურნალში „Clockwatch Review“ (Bllomington, Il., USA); 1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული "Opera"; 2000 წელს რომანი „ღვინომუქი ზღვა“; 2003 წელს – რომანი „თხა და გიგო“; 2005 წელს ნიუ-იორკში, მისი თანარედაქტორობით, ჯეიმზ ვერჩთან ერთად, გამოიცა წიგნი „Enough: Rose Revolution in the Republic of Georgia, 2003“ („კმარა: ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში „); 2006 წელს ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი „Dagny or a Love Feast“ " ("დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი"), რომელიც წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე 2012 წელს, 2014 წელს გამოვიდა აშშ-ში; 2015 წელს – თურქეთში, 2017 წელს – გერმანიაში და დასახელდა გერმანიაში გამოსულ წიგნთა საუკეთესო ათეულში; 2009 წელს დაიბეჭდა მისი დოკუმენტური პროზა "ჯაზის ცხოვრება", რომელმაც მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“; 2011 წელს გამოიცა მისი რომანი "მელია-ტულეფია: Fox-Trot"; 2013 წელს – ვრცელი მოთხრობა "ბაშიაჩუკი ანუ მობიდიკი"; 2014 წელს – რომანი "ჯაზის ყვავილობა", 2017 წელს კი შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოვიდა მისი რომანი "ბაყაყები"; 2018 წელს „ინტელექტმა“ გამოსცა მისი რომანი „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“, რომლისათვისაც ავტორს გადაეცა პრემია „ლიტერა“. ზურაბ ქარუმიძე წერს ესეებს კულტურის, კოლექტიურ მახსოვრობისა და ეროვნული ნარატივების შესახებ. წყარო 1. https://intelekti.ge/author_ge.php?id=462 2. https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ქარუმიძე 3. https://biblusi.ge/author/713
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |