The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზურაბ ქარუმიძე

ზურაბ ქარუმიძე
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1957
გარდაცვ. თარიღი:12 დეკემბერი, 2023  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

ზურაბ ქარუმიძე დაიბადა 1957 წლის 22 აგვისტოს, თბილისში. დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერების ფენომენი ჯონ დონის პოეზიაში“.

1983-2000 წწ., როგორც მეცნიერ-თანამშრომელი, მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XX საუკუნის დასავლური ლიტერატურის კვლევის ცენტრში, კითხულობდა ლექციებს ევროპული ლიტერატურის და პოსტმოდერნიზმის შესახებ;

1994-1995 წლებში იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც სწავლობდა პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას;

გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები ფილოსოფიურ, ლიტერატურათმცოდნეობით და კულტუროლოგიურ საკითხებზე; იყო ალმანახ "ახალი დროების" და ჟურნალ "Georgia/Caucasus Profile"-ის თანარედაქტორი (1995-1990); ინგლისურენოვანი ანალიტიკური ჟურნალის "Caucasus Context"-ის თანარედაქტორი (2002-2005);

2005-2011 წწ. თანამშრომლობდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ცენტრთან (ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, აშშ);

2006-2008 წწ. იყო წამყვანი გადაცემისა "ღამის საუბრები";

2006-2010 წწ. თანამშრომლობდა რადიოსთან "სინდიკატი 104.3";

2010-2012 წწ. მუშაობდა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდში; 

2005-2012 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ დარგობრივი და აღმასრულებელი საბჭოების წევრი;

პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოაქვეყნა გაზეთში „ლიტერატურა და სხვა“. 1995 წელს ლიტერატურულ ალმანახში „ახალი დროება“ დაიბეჭდა მისი პროზაული პოემა „გიჟი მექუდე“;

1996 წელს ზურაბ ქარუმიძის ორი მოთხრობა, რომლებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად, დაიბეჭდა ჟურნალში „Clockwatch Review“ (Bllomington, Il., USA); 

1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული "Opera"; 2000 წელს რომანი „ღვინომუქი ზღვა“; 2003 წელს – რომანი „თხა და გიგო“; 2005 წელს ნიუ-იორკში, მისი თანარედაქტორობით, ჯეიმზ ვერჩთან ერთად, გამოიცა წიგნი „Enough: Rose Revolution in the Republic of Georgia, 2003“ („კმარა: ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში „);

2006 წელს ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი „Dagny or a Love Feast“ " ("დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი"), რომელიც წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე 2012 წელს, 2014 წელს გამოვიდა აშშ-ში; 2015 წელს – თურქეთში, 2017 წელს – გერმანიაში და დასახელდა გერმანიაში გამოსულ წიგნთა საუკეთესო ათეულში; 

2009 წელს დაიბეჭდა მისი დოკუმენტური პროზა "ჯაზის ცხოვრება", რომელმაც მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“; 

2011 წელს გამოიცა მისი რომანი "მელია-ტულეფია: Fox-Trot";

2013 წელს – ვრცელი მოთხრობა "ბაშიაჩუკი ანუ მობიდიკი";

2014 წელს – რომანი "ჯაზის ყვავილობა", 2017 წელს კი შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით გამოვიდა მისი რომანი "ბაყაყები";

2018 წელს „ინტელექტმა“ გამოსცა მისი რომანი „Untergang: მოგზაურობა ევროპაში, რომლისათვისაც ავტორს გადაეცა პრემია „ლიტერა“.

ზურაბ ქარუმიძე წერს ესეებს კულტურის, კოლექტიურ მახსოვრობისა და ეროვნული ნარატივების შესახებ.

წყარო

1. https://intelekti.ge/author_ge.php?id=462

2. https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_ქარუმიძე 

3. https://biblusi.ge/author/713


გააზიარე: