Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნესტან კვინიკაძე![]()
Biographyმწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი ნესტან (ნენე) კვინიკაძე დაიბადა 1980 წლის 5 ივნისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი(ოლღა თაბუკაშვილის სახელოსნო). არის რამდენიმე კინოსცენარის და პიესის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე პროზაული კრებული და ერთი რომანი - „ისპაჰანის ბულბულები“. 2006 წლიდან ქართულ-ინგლისური ყოველთვიური უფასო ჟურნალის „ფოკუსის“ მთავარი რედაქტორია. თავის ესეებს და სტატიებს რეგულარულად აქვეყნებს ჟურნალ „ანაბეჭდში“. 2007–2008 წლებში იყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის ტელეგადაცემის „ნანიკოს შოუს“ ერთ-ერთი პროდიუსერი. 2011 წელს სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადდა ინგისურენოვანი გამოცემა სახელწოდებით "NOW", რომელშიც ნენე კვინიკაძის ორი მოთხრობა და ერთი პიესა შევიდა. 2012 წელს ფრანკფურტში, გამოვიდა თანამედროვე ქართველი ქალი ავტორების ანთოლოგია გერმანულ ენაზე, რომლის სახელწოდება, მისი რომანიდან არის აღებული: "იაგუარების ტექნო" - სწორედ ამ რომანის ნაწყვეტები შევიდა ანთოლოგიაში. 2011-2012 წწ. იყო - The Royal Court Theatre – Project New Writing - პროექტის მონაწილე. 2012 წ.- მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კინოტრეინინგის - MINI EAVE-ს მონაწილე (კინოსცენარის თანაავტორი ქეთევან მაჭავარიანი). 2023 წელს ნენე კვინიკაძემ რეჟისორ ქეთი მაჭავარიანთან ერთად, საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსი მოიგო. ახალი კინოპროექტისთვის მათ მოიპოვეს 170 000 ევრო. ნენე კვინიკაძის რომანი "38,44" ბერძნულ ენაზე, უკვე, თარგმნილი და დაბეჭდილია. მოგებული თანხა მის ეკრანიზაციას მოხმარდება. წყარო: 1. https://ka.wikipedia.org/wiki/ნესტან_კვინიკაძე 2. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001030/ 3. https://primetime.ge/news/kultura/me-da-qeti-machavarianma-saberdznetis-sazogadoebrivi-mautsyeblis-konkursshi-170-000-evro-moviget-nene-kvinikadze-tavisi-romanis-ekranizatsiaze
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |