შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნათია მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიაკომპოზიტორი და მევიოლინე ნათია მაღლაკელიძე ნიუ-იორკში ცხოვრობს და ჯგუფ “Four Lines”-თან ერთად წერს მუსიკას ფილმებისთვის, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე. დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში, მუსიკალური ტრადიციებით მდიდარ ქალაქში. პირველი მუსიკალური ჯგუფი, რომლის წევრიც გახდა ბავშვობაში იყო "Outsider"-ი და რობი კუხიანიძე. შემდეგ ძალიან ბევრ მუსიკოსთან უკრავდა სხვადასხვა ჟანრში, უამრავ კონცერტში და ფესტივალში მონაწილეობდა, საქველმოქმედო საღამოებზეც გამოდიოდა. ამ დატვირთულმა პერიოდმა ძალიან დიდი როლი შეასრულა მისი მუსიკალური ცხოვრების შემდეგი ეტაპების განვითარებაში. ნათია მაღლაკელიძის ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ჯგუფის "Four Lines" შექმნას უკავშირდება, რომლის შემადგენლობაში არიან მისი ორი და, ხატია და თამარი და მეგობარი - ნანა ყურაშვილი. ახალგაზრდები უკრავენ აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე - ვიოლინო, ფლეიტა, ფორტეპიანო და ელექტრო ინსტრუმენტი „Seaboard Rise“. ჯგუფის შექმნის ისტორია უკავშირდება ნიდერლანდელ ტურისტს, რომელმაც შემთხვევით მოისმინა ნათიასა (ვიოლინო) და ნანა ყურაშვილის (პიანისტი) მიერ შესრულებული საკუთარი კომპოზიცია. იგი ძალიან დაინტერესდა და შესთავაზა მათ ალბომის ჩაწერა, რომელსაც თვითონ დააფინანსებდა. გოგონების დუეტს ნათიას დებიც შეუერთდნენ და ასე დაიბადა ჯგუფი „Four lines“. ნათია ჯგუფ „Four Lines“-თან ერთად არის ავტორი CD ალბომისა „Sound of Wind“, რომლის პრეზენტაციაც შედგა საერთაშორისო ფესტივალზე - Tallinn Music Week. ეს არის მასშტაბური ფესტივალი, სადაც უამრავი ქვეყნიდან ჩამოდიან მუსიკოსები და მსმენელები. ფესტივალის 14-წლიან ისტორიაში საქართველო მხოლოდ ერთხელ იღებდა მონაწილეობას და მეორეჯერ, წლების შემდეგ, ჯგუფი - „Four Lines“ გამოჩნდა მის შემსრულებელთა სიაში. ამის შემდეგ იყო ძალიან საინტერესო პროექტები, საქალაქო და საერთაშორისო კონცერტები. ნათია მაღლაკელიძე წერს მუსიკას კინოფილმებისთვის, თეატრალური პერფორმანსებისთვის, არის მიწვეული მუსიკოსი საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა სცენებზე. შექმნილი აქვს მუსიკა ფილმისთვის "აპოლო ჯავახეთი", რომლის მსოფლიო პრემიერა ამსტერდამის IDFA დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე შედგა. სანდრო სულაძის ფილმი "გუშაგები" კი მარსელის მუსიკისა და კინოს ფესტივალმა საკონკურსო სექციაში ორიგინალური მუსიკის გამო აირჩია. ნათია ჯგუფის წევრებთან ერთად ფესტივალზე მიიწვიეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა კონფერენცია, სადაც ნათიამ საკუთარი შემოქმედება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეულ კომპოზიტორებთან ერთად წარადგინა. წყარო: 1https://kvirispalitra.ge/article/104629-niu-iorki-udidesi-shtagonebis-cqaroa-musikis-xmas-mivqvebi-vcer-pilmistvis-teatraluri-carmodgenistvis-carmatebuli-kartveli-meviolinisa-da-kompozitoris-amerikuli-cxovreba/ 2. https://www.ambebi.ge/article/295131-saavtoro-musika-teatraluri-perpormansebistvis-kin/ 3.მაღლაკელიძე ნათია. როგორ გადაწყვიტა ნათია მაღლაკელიძის ალბომის დაფინანსება უცნობმა ტურისტმა: ინტერვიუ /ესაუბრა მარიამ დვალიშვილი//თბილისელები. თბილისი, 2023. 3-9 ივლისი. N27 (1175). გვ. 15.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |