The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გელა ბაბლუანი

გელა ბაბლუანი
დაბადების თარიღი:19 დეკემბერი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

გელა ბაბლუანი დაიბადა 1979 წლის 19 დეკემბერს თბილისში. დედა - მსახიობი ლიანა ბაბლუანი, მამა - კინორეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი. მშობლების პროფესიის მიუხედავად გელა თავიდან კინოზე არ ფიქრობდა, მწერლობა უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მამის გზას გაჰყვა.

1990-იან წლებში ბაბლუანების ოჯახი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მაშინ გელა 17 წლის იყო. აქ, მამის მიერ პარიზში დაარსებულ სტუდიაში, საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო  მოკლემეტრაჟიანი  ფილმი "A Fleur de Peau" (2002), რომელმაც კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. 

გელა ბაბლუანის ფილმოგრაფია მოიცავს სარეჟისორო, სასცენარო, საპროდიუსერო, სარედაქტორო და მსახიობთა შერჩევის (Casting) ნამუშევრებს. მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდო.

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის "13"-ის სცენარი, რომლის ფილმად ჩამოყალიბებას 3-4 წელი დასჭირდა, 19 წლის ასაკში დაწერა. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა ახალგაზრდა რე­ჟი­სორს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა (2005 წლის ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის სა­უ­კე­თე­სო სა­დე­ბი­უ­ტო ფილ­მი, 2006 წლის სან­დენ­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ჟი­უ­რის "გრანპ­რი", 2005 წლის თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის "ვერ­ცხლის პრო­მე­თე" სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის და სხვა).

მეორე ფილმზე,"მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე" (L'héritage, 2006), მა­მას­თან ერ­თად იმუ­შა­ვა, შემ­დეგ კი ჰო­ლი­ვუდ­ში "ცა­მე­ტის" ამე­რი­კუ­ლი ვერ­სია გა­და­ი­ღო (2010).

გელას ფილმებში ხშირად მონაწილეობს მისი უმცროსი ძმა, მსახიობი გიორგი ბაბლუანი. ხელოვნების სფეროში მოღვაწეობენ მათი დებიც, ოლღა და სოფია.

2017 წელს გელა ბაბლუანმა ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი (ბელგია) მოიპოვა ფილმისთვის "ფული" (საუკეთესო რეჟისორი).

ჰყავს შვილი, გიორგი ბაბლუანი.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/გელა_ბაბლუანი 

https://www.ambebi.ge/article/218600-babluanebis-klanis-axali-namushevari...

https://kvirispalitra.ge/article/70042-agmovachine-rom-shvilze-uketess-verapers-shekmnis-adamiani...

ბაბლუანი გელა. ძმები: ინტერვიუ / გელა ბაბლუანი, გიორგი ბაბლუანი / ესაუბრა თაკო გვაზავა //OK! საქართველო: ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი. 2020. - N77. -გვ. 14-22

ქადაგიშვილი ალინა. რა გვერგო მემკვიდრეობად?: თემურ და გელა ბაბლუანების ფილმი „მემკვიდრეობა“ კადრში და კადრს მიღმა // ცისკარი1852: ყოველთვიური ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი. თბილისი, 2017, N9. - გვ. 119-125

 

   
   

 

   

 

   

გააზიარე: