The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შალვა ელიავა

შალვა ელიავა
დაბადების თარიღი:27 თებერვალი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ექიმი-ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი შალვა შალვას ძე ელიავა დაიბადა 1953 წლის 27 თებერვალს, ქ. ქუთაისში. მამამისი სამხედრო ქირურგი გახლდათ, დედა კი ფსიქიატრი იყო. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1976-1980 წწ. მუშაობდა ექიმ-ორდინატორად თბილისის ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში. პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე (დაამთავრა 1980 წელს).

1980-1982 წწ. გადიოდა სტაჟირებას აკად. ნ.ნ. ბურდენკოს სახ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სისხლძარღვთა განყოფილებაში ი. ფილატოვის ხელმძღვანელობით.

1982 წელს ჩააბარა ნეიროქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ ასპირანტურაში; 1985 წელს აქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "ავმ-ის კლინიკა, დიაგნოსტიკა, მიკროქირურგიული მკურნალობა".

1992-1994 წწ. მუშაობდა ნეიროქირურგად ქ. ერლანგენის (გერმანია) ნეიროქირურგიულ კლინიკაში.

1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "ღრმა სტრუქტურების არტერიოვენური მალფორმაცია: კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა“.

1995 წელს დაბრუნდა ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მოსკოვში, სადაც გააგრძელა თავისი სამეცნიერო და კლინიკური კარიერა. 2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

2009 წლის დეკემბრიდან დაინიშნა ნეიროქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მესამე კლინიკური (სისხლძარღვთა) განყოფილების უფროსად. 2012 წელს მენიჭა ეროვნული პრემია „მოწოდება“.

2016 წლიდან არის რუსეთის მეცნიერებათა აკადემის წევრ-კორესპონდენტი.

ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ორი მონოგრაფიის. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მონაწილეობს ნეიროქირურგიულ პაციენტთა ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებასა და დანერგვაში.

პროფესორ ელიავას ხელმძღვანელობით დაცულია 15-მდე საკანდიდატო დისერტაცია, არის რამდენიმე გამოგონების თანაავტორი. მისი მოსწავლეები მუშაობენ ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში. 

2017 წლიდან ხელმძღვანელობს ნეიროქირურგიული საზოგადოებების მსოფლიო ფედერაციის ცერებროვასკულარული ნეიროქირურგიის კომიტეტს.

არის თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობის პრობლემური კომისიის თავმჯდომარე; ნეიროქირურგთა საზოგადოებების მოსკოვის, ევროპისა და მსოფლიო ორგანიზაციების წევრი (EANS,WFNS); მუდმივად მონაწილეობს ნეიროქირურგიისადმი მიძღვნილ კონგრესებსა და კონფერენციებში.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მშობლიური ქართულის გარდა, თავისუფლად საუბრობს რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. 

წყარო:          

1. https://ru.wikipedia.org/wiki /Элиава,_Шалва_Шалвович

2. https://www.mediasphera.ru/issues/zhurnal-voprosy-nejrokhirurgii-imeni-n-n-burdenko/2013/1/030042-88172013111


გააზიარე: