შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით ხოზაშვილი![]()
ბიოგრაფიადავით თეიმურაზის ძე ხოზაშვილი დაიბადა 1977 წლის 21 ივნისს, ქ.თბილისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1995–1996 წწ. სტაჟირება გაიარა სანკტ–პეტერბურგის კონსერვატორიაში, პედაგოგი ნ. დოლგუშინი. სცენურ ოსტატობას სრულყოფდა ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. პედაგოგები: ლ. მითაიშვილი, მ. ალექსიძე, ი. ჯანდიერი, ნ. მაღალაშვილი. დავით ხოზაშვილი 1997 წლიდან - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტია, პარალელურად, 2000–2001 წწ. - ბერლინის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 2001–2002 წწ.- თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი (კლასიკური ცეკვა); ქართული რეპერტუარი: მამია (დ. თორაძე "გორდა"), თეზევსი (გ. ყანჩელი–ალექსიძე "ფედრა"); სხვა რეპერტუარი: ზიგფრიდი, როტბარი, პრინცი (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ბაზილი, ესპადა, სოლორი (მინკუსი "დონ კიხოტი", "ბაიადერა"), ალბერტი (ადანი "ჟიზელი"), ფრონდოზო (კრეინი "ლაურენსია"), კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), მერკუციო, რომეო, ტიბალტი (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), გიქო (ხაჩატურიანი "გაიანე"), კავალერი ("ტანგო"), სოლო (ი. შტრაუსი–კოილე "გაზაფხულის ხმები"), ლომი, სინაგოგის მოწაფე (რატმანსკი "სიზმრები იაპონიაზე", "ლეა"), სოლო ბიზე–რატმანსკი "ვარიაცია"), ბოშა (ბონერი "ორი მტრედი"), მთავარი პარტია (მენდელსონი–მაკინტაიერი "ზაფხულის ღამის სიზმარი"), მთავარი პარტია (უელში "გრეინი"), პა–დე–დე (ბურნონვილის ბალეტები), სოლო (ლ. გოშტალკი "ტარანტელა"), დუეტი (სტრავინსკი–გოშტალკი "დუო–კონცერტანტე"), სოლო ("საგალობელი"), მთავარი პარტია ("ბუგაკუ"), ჯეიმსი (ტალონი "სილფიდა"), სოლო ("სიმფონიური ცეკვები"), სოლო ("დრამატული ცეკვები"), ყმაწვილი ("ექსცენტრიული დუეტი"), აგამემნონი ("ლულუ–სიუიტა"), სოლო ("ვესტერნ–სიმფონია"), სოლო ("ცასა და დედამიწას შორის") და სხვა; გასტროლები: ედინბურგი, საფრანგეთი, ესპანეთი, იაპონია, აშშ, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასთან ერთად); ამჟამად მოღვაწეობს სამსუნის (თურქეთი) სახელმწიფო საბალეტო დასში; სამსუნის საბალეტო დასი ძალიან ახალგაზრდაა. დათო ხოზაშვილი თან ცეკვავს, თან პედაგოგ-რეპეტიტორის მოვალეობასაც ასრულებს. დათო ხოზაშვილის ძმაა ბოსტონ ბალეტის (აშშ) სოლისტის ლაშა ხოზაშვილი. წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 585 2. https://lashachkhartishvili.blogspot.com/2011/11/blog-post_16.html
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |