შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლაშა ხოზაშვილი![]()
ბიოგრაფიალაშა თეიმურაზის ძე ხოზაშვილი დაიბადა 1984 წლის 19 მაისს, ქ. თბილისში. 2002 წელს დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ამავე წლიდან გახდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; სცენურ ოსტატობას იმაღლებდა პედაგოგ–რეპეტიტორებთან: ლ. მითაიშვილი, ი. ჯანდიერი, ს. გოჩიაშვილი, ნ. მაღალაშვილი, ა. წერეთელი; 2008 წელს მიენიჭა გ. ალბერტის და ნ. ანანიაშვილის პრიზი - "ვარსკვლავი"; 2010 წლიდან არის ბოსტონის (აშშ) საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; რეპერტუარი: პრინცი, როტბარი, პა–დე–ტრუა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ალბერტი, პა–დე–დე (ადანი "ჟიზელი"), კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე"), ბაზილი, ესპადა და ახალი ნომერი "ბოლერო"(მინკუსი "დონ კიხოტი"), აპოლონი (სტრავინსკი–ბალანჩინი "აპოლონ მუსაგეტი"), სოლო (ბალანჩინი "სერენადა"), სოლო ("ვესტერნ–სიმფონია"), სოლო ("მოცარტიანა"), სოლო (ბახი "ჩაკონა"), სოლო (დონიცეტი "ვარიაციები"), მხატვარი ("ორი მტრედი"), გრინი ("გრინი"), ადაჟიო("თაისი"), მამა (რატმანსკი "ლეა"), სოლოები: "დუო–კონცერტანტე", "სიზმრები იაპონიაზე", "ყვავილების ფესტივალი", "Skepping Stone", "ცასა და დედამიწას შორის", "ბიზე–ვარიაციები", "ფორე" და სხვა; გასტროლები: ესპანეთი, ისრაელი, იაპონია, აშშ, შოტლანდია, ინგლისი, უკრაინა, სომხეთი (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად); ბალეტის მოცეკვავე დავით ხოზაშვილის ძმა. ლაშას მეუღლე ეკატერინე ჩუბინიძე, ასევე, „ბოსტონ ბალეტის“მოცეკვავეა. მანამდე ორივე თურქეთში ცეკვავდა. 2017 წელს, ათწლიანი ცოლ-ქმრობის შემდეგ, მათ შეეძინათ ვაჟი - ნიკოლოზი (ნიკალას-თომასი). წყარო: 1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 585 2. https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268450806 3. ხოზაშვილი, ლაშა. რით გამორიჩევა ამერიკის საუკეთესო დასების ხუთეულში შესული "ბოსტონ-ბალეტის" სცენაზე ლაშა ხოზაშვილი და რატომ დადის ხალხი მისი სპექტაკლების სანახავად : ინტერვიუ / ლაშა ხოზაშვილი ; ესაუბრა ნათია უტიაშვილი // თბილისელები. - თბილისი, 2012. - 2-8 ივლისი. - N27. - გვ.23 4. ხოზაშვილი, ლაშა. ვინ დადგა ლაშა ხოზაშვილსა და მის პარტნიორზე "ბოსტონ ბალეტში" საპრემიერო სპექტაკლი და როგორ დაიმსახურა მათმა წყვილმა "ლინკოლნ ცენტრში" დიდი მოწონება : ინტერვიუ / ლაშა ხოზაშვილი; ესაუბრა ნათია უტიაშვილი // თბილისელები. - თბილისი, 2014. - 18-24 აგვისტო. - N33(712). - გვ.18-19
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |