შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალეკო ცაბაძე![]()
ბიოგრაფიაკინორეჟისორი და სცენარისტი ალექკო (ალექსანდრე) გიორგის ძე ცაბაძე დაიბადა 1956 წლის 10 ნოემბერს, თბილისიში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის შოთა ეუსთაველის თეატრის და კიმოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფაკულტეტი ( სოსო ჩხაიძის სახელოსნო). 1995 წელს ნიუ-იორკის კინოს ინსტიტუტში გაიარა კინოდრამატურგიის კურსები. 1986 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; კინოსტუდიასთან არსებული სასწავლო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; სხვადასხვა წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში (1992-1993), ამერიკაში (1991, 1993-1997), 2000-იანი წლებიდან მოღვაწეობს რუსეთში. ფილმოგრაფია:1985 -„ლაქა“ (ტელეფილმი, სადიპლომო ნამუშევარი); 1991 - "ღამის ცეკვა"; 1999 -"მარტოობის ორდენის კავალერი"; 2007 - "რუსული სამკუთხედი"; 2010 - "რენე მიდის ჰოლივუდში"; სერიალები: 2005 – „ფილიპის ყურე“; 2003 – „თეატრალური ბლიუზი“(ტიტრებში: Александр Сабба); 2004 – „ნაზი ურჩხული“(ტიტრებში: Александр Сабба); 2011 – „მეტყევე (თანარეჟისორი); 2012 - „Однолюбы“; 2013 - „ცუდი სისხლი“; 2013 – „თქვენ შვილი გეყოლებათ“; 2021 – „Русские горки“ და სხვ.; რეჟისორი თავად არის თავისი ფილმების მუსიკალური გამფორმებელი და უმეტეს შემთხვევაში სცენარიც მას ეკუთვნის. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2007 - მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი: "რუსული სამკუთხედი" - ჟიურის სპეციალური პრიზი და რუსეთის კინოაკადემიის ჯილდო "ნიკა" (როგორც ესენგესა და პრიბალტიკის ქვეყნების საუკეთესო ფილმი); 1997 - საქართველოს კინოაკადემია, სამი მთავარი პრიზი, ფილმი - "ღამის ცეკვა"; 1992 - სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი, I პრიზი, ფილმი - "ღამის ცეკვა"; 1987 - ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი, II პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი - "ლაქა"; 1987 - მინსკის საკავშირო ტელეფესტივალი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი - "ლაქა"; 1987 - კოშალინის საერთაშორისო ფესტივალი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი - "ლაქა"; 1987 - თბილისის სტუდენტური ფილმების ფესტივალი, I პრიზი, ფილმი - "ლაქა" და სხვ.; ამჟამად, ალეკო ცაბაძე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, იღებს ახალ მხატვრულ ფილმს ,,Dark Star”, რომლის სცენარი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია. კინოსურათი ეკრანებზე 2025 წელს გამოვა. წყარო: 1. ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 379 2. https://ka.wikipedia.org/wiki/ალეკო_ცაბაძე 3. https://ru.wikipedia.org/wiki/Цабадзе,_Александр_Георгиевич 4. https://georgian-cinema.ge/index.php/ge/2015-04-01-05-46-25/367-2015-07-18-18-10-57
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |