The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გაბრიელ ტფილელი

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

საქართველო სახელმწიფო თავისი ძლიერების დროს, განსაკუთრებით  XI-XII საუკუნეებში, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს წინა აზიაში აგებდა ტაძრებს და ქართული სული აქაც ტრიალებდა, ბევრ ქვეყანაში დღემდე შემორჩა ძველი დიდების ნაკვალევი. სწორედ ამგვარი იყო შიჰანის უდაბნოს ქართული ტაძარი, რომელიც დაარსებულია ქართველი საეკლესიომოღვაწი, გაბრიელ ტფილელის მიერ.

ცნობები გაბრიელის ვინაობისა და ოჯახის შესახებ ჩვენამდე მოღწეული არ არის, ასევე უცნობია, რა იგულისხმება გაბრიელის ზედწოდებაში "ტფილელი" - სადაურობა თუ სამოღვაწეო ადგილი.

XI საუკუნის შუა ხანებში გაბრიელ ტფილელი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის ძმობის წევრი იყო. 1065 წლამდე მან დატოვა ჯვრის მონასტერი, გაემართა ტრანსიორდანიაში (ტრანსიორდანიის მთიანეთი უმეტესად შეიცავს დღევანდელ იორდანიას) და დააარსა ქართველთა ახალი მონასტერი შეჰმანის მთაზე, მდ. არნონის, დღევანდელი ელ-მუჯიბის ხეობაში.

იორდანია ქართველებისთვის, როგორც მართლმადიდებელი ერისთვის, დღემდე განსაკუთრებულ მიზიდულობის ცენტრს წარმოადგენს, რადგან სწორედ იორდანიაში, მდინარე იორდანეში მოხდა მაცხოვრის ნათლობა. წმინდა მიწაზე ქართული სასულიერო პირები ოდითგანვე მოღვაწეობდნენ.

სავარაუდოდ, შიჰანის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის მეტოქე იყო. წერილობითი წყაროებიდან (ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები) ჩანს, რომ ამ ორ მონასტერს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან.

დაახლოებით 1065 წლისათვის შიჰანის მონასტერი უკვე ფუნქციონირებდა. ამ სავანეშია შექმნილი ჰაგიოგრაფიული კრებული (Jer. 50), რომელიც ამჟამად იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაშია დაცული.

გაბრიელ ტფილელის მიერ დაარსებულ მონასტერს დიდხანს არ უარსებია. XII ს-ის შუა წლებში შიჰანის მონასტერი ჯერ კიდევ მოქმედი იყო და იქ მოღვაწეობდნენ გაბრიელ ტფილელის შვილიშვილები: იოსებ და იოვანე.

XIII ს-ში შიჰანის მონასტერი აღარ არსებობს. მისი ხელნაწერები კი ამ დროისათვის იერუსალიმის ჯვრის მონასტერშია გადატანილი. ორი საუკუნის შემდეგ კი, XV ს-ში, აქ მოღვაწე ქართვეთა კვალი უკვე  დავიწყებასააა მიცემული.

შიჰანის მონასტერი აღმოაჩინა საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, გენერალ-მაიორმა ანზორ-მაისურაძემ, რომელიც ამ პერიოდისათვის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლად იყო მივლინებული იორდანიაში.

ანზორ მაისურაძის დახმარებით ამ ძეგლის შესასწავლად იორდანიაში ჩავიდა აკადემიკოსი ელენე მეტრეველი, რომელმაც დაწვრილებით შეისწავლა შიჰანის  ქართველთა მონასტრის ისტორია.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/გაბრიელ_ტფილელი 

2. https://qim.ge/gabriel%20tbileli.html

 


გააზიარე: