Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ლია გულუა![]()
Biographyლია გულუა 1980 წელს, თბილისში დაიბადა. მამა იურისტი გახლდათ. მათი ოჯახი საქართველოდან 1992 წელს წავიდა და მას შემდეგ ისინი ავსტრიაში ცხოვრობდენ. ლია მაშინ 11 წლის იყო. ოთხი და-ძმანი იყვნენ. ერთი ძმა ვენაშია, და ლუქსემბურგში ცხოვრობს, ლიას ტყუპისცალიც ვენის მკვიდრია. ლია გულუა ადრეული ბავშვობიდან, 4 წლის ასაკიდან ხატავდა. მან კარგი სამხატვრო განათლება მიიღო. სწავლობდა ლონდონის უიმბლდონის ხელოვნების სასწავლებელში, მოგვიანებით, იქვე – კემბერუელის კოლეჯში, შემდეგ – ავსტრიაში, ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში (2001-2007). ამავე პერიოდში ირიცხებოდა რომის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში. სისტემატურად მონაწილეობდა თანამედროვე არტ ხელოვნების გამოფენებში, აქციებსა და პერფორმანსებში. არამარტო ხატავდა, წერდა კიდეც თანამედროვე ხელოვნებაზე ჟურნალში - Vernis, რომელიც ანდერგრაუნდზე იყო ორიენტირებული. ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. ლია გულუამ ვენაში დააარსა საკუთარი სასწავლებელი “თავისუფლების აკადემია”, რომელიც ხალხის საქველმოქმედო ჩართულობას ითვალისწინებდა. ბავშვებს ხატვას ასწავლიდა, დევნილებს - უფასოდ. სამშობლოსთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. პერიოდულად ჩამოდიოდა და აქაც არაერთხელ მოაწყო თავისი ნამუშევრების გამოფენა. 2019 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეუღლესთან განქორწინებული იყო. მხატვარს 2019 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეუღლესთან განქორწინებული იყო. მხატვარს ორი შვილი დარჩა. ლია გულუას ვაჟი ქრისტო გულუა ავსტრიაში დაიბადა და გაიზარდა, ახლაც იქ ცხოვრობს, მაგრამ დედის სამშობლო ძალიან უყვარს. იგი თვითნასწავლი მხატვარია, ლია ამბობდა, რა საჭიროა ოჯახში ორი მხატვარიო და შვილი არ შეუყვანია სამხატვრო სკოლაში. კრისტო ხატვით დედის სიკვდილის შემდეგ დაინტერესდა და დღეს უკვე გამოფენებში მონაწილეობს. 2024 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში, გალერეა გამრეკელი მოდერნში გაიხსნა 18 წლის კრისტო გულუას სოლო შოუ. ექსპოზიცია აერთიანებს არტისტის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შექმნილ 8 ნამუშევარს, შერეულ ტექნიკაში. მხატვარი სტილისტურად ცდილობს საგამოფენო სივრცეში შემოიტანოს გრაფიტი ტილოზე. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი სერია მინიმალისტური მხატვრული ფორმით გადმოგვცემს მკვლელობის აქტებს მითოლოგიასა და რელიგიაში . წყარო: 1. https://kvirispalitra.ge/article/50953- 38 წლის ქართველი მხატვარი ვენაში გარდაცვლილი იპოვეს//კვირის პალიტრა. თბილისი. 2019, 20 თებერვალი 2. https://www.radiotavisupleba.ge/a/ukhilavi-parda/27119043.html 3. გულუა, ლია."Space is important" for lia / ლია გულუა ; ესაუბრა მაკა კუკულავა და ქეთა ლომიძე // ანაბეჭდი. - თბ., 2007. - აპრილი. - N23. - გვ.38-42
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |