შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ირაკლი ბერიძე![]()
ბიოგრაფიასაზოგადო მოღვაწე, მევიოლინე, პედაგოგი, ირაკლი გიორგის ძე ბერიძე დაიბადა 1919 წლის 27 იანვარს, თბილისში. 1930 წლიდან სწავლობდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში (პროფ. გროსმანის კლასი); 1945 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. დავით ოისტრახის სავიოლინო კლასი); 1939 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1941-1942 წწ. -საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე; საქართველოს სიმებიანი კვარტეტის წევრი; 1943-1946 წწ. - თბილისის „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგი; 1947-1950 წწ. - მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტი; 1950-1954 წწ. - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგი; 1960-1967 წწ. - პრორექტორი სასწავლო–სამეცნიერო დარგში; 1955-1956 წწ.- ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1958 წ.- ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის პასუხისმგებელი მდივანი (მოსკოვი); 1959-1960 წწ. - ქ. შანხაის (ჩინეთი) კონსერვატორიის პროფესორ–კონსულტანტი; 1967-1972 წწ. - ქ. კაიროს (ეგვიპტე) ეროვნული კონსერვატორიის რექტორი და პროფესორი (ვიოლინოს კლასი); 1972-1990 წწ. - თსკ-ის პედაგოგი; 1990-1994 წწ. - ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე; 1973-1979 წწ.- თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დირექტორი; ირაკლი ბერიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის მევიოლინეთა ახალგაზრდა კადრების აღზრდაში. მის მოწაფეთაგან ბევრი მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1950), პროფესორი (1966). საქართველოს სახალხო არტისტი (1985) გარდაიცვალა 1997 წლის 27 ივლისს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ჯილდოები: ჩინეთ–საბჭოთა კავშირის მეგობრობის მედალი; ეგვიპტის ხელოვნების აკადემიის დიდი ოქროს მედალი; ირაკლი ბერიძის მეუღლეც მუსიკოსი, პიანისტი იყო. მათი ქალიშვილი თამარ ბერიძე ყოფილი პიანისტია. შემდეგ არქეოლოგობა არჩია, თუმცა ოჯახი მუსიკოსთან შექმნა. მისი მეუღლეა დირიჟორი და კომპოზიტორი ვატო კახიძე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.405 https://georgianencyclopedia.ge/en/pdf-export/23948 Маркозрв Л. Юный скрипач Ираклий Беридзе // Заря Востока. - Тбилиси, 1936. - Декабрь. - N290. - С.4 ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 76
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |