შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ლევან საღარაძე![]()
ბიოგრაფიასაზოგადო მოღვაწე, ბიზნესმენი და ქველმოქმედი ლევან საღარაძე 1913 წლის 19 აგვისტოს დაიბადა ქუთაისში. ბავშვობაში მუსიკალური განათლება მიიღო. ფლობდა რუსულ და გერმანულ ენებს. მოგვიანებით შეისწავლა თურქული, ფრანგული და არაბული. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთხანს აჭარაში მუშაობდა. 1932 წელს ლევან საღარაძე მეგობრებთან - მიხეილ გაწერელიასთან, გოგი მხეიძესა და აპოლონ დანელიასთან ერთად თურქეთში გადავიდა. მეგობრები ჯერ ბეირუთში აღმოჩნდნენ, შემდეგ - დამასკოში. ლევანის თაოსნობით მისმა მეგობრებმა დამასკოსა და პალაბში (ალეპოში), შემდეგ კი იორდანიაში, ააშენეს სპირტის პირველი ქარხნები. 50-იანი და 60-იანი წლების მიჯნაზე სირიაში ნაციონალიზაცია ჩატარდა, რამაც დარტყმა მიაყენა მეგობების საერთო ბიზნესს. მალე გოგი დანელია უბედური შემთხვევით გარდაიცვალა, მიხეილ გაწრელია ლიბანში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო აპოლონ დანელია - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლევან საღარაძე სირიაში დარჩა და ბიზნესიც თანდათან აღადგინა. ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სტრუქტურებთან. დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე საბჭოთა კავშირის პავილიონის მუდმივი მასპინძელი იყო, აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, კულტურული სფეროს ქართველ წარმომადგენლებთან, ფინანსურ დახმარებას უწევდა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ყველა პატრიოტულ წამოწყებას. მასპინძლობდა იმ ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნიდან მოხვდნენ სირიაში: ცნობილ ისტორიკოსს ბეჟან გიორგაძეს, კათოლიკე ბერსა და მეცნიერს შალვა ვარდიძეს, ამერიკაში მცხოვრებ ცნობილ ხელოვნებათმცოდნეს ვახტანგ ჯობაძეს და სხვ. 1984 წელს დააფინანსა და დამასკოში გამოსცა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ პირველი არაბული თარგმანი (მთარგმნელი ნაზარ ხალილი, რედაქტორი გურამ ჩიქოვანი), რომელმაც ფართო რეზონანსი მიიღო და მაღალი შეფასება დაიმსახურა სირიაში. 1988 წელს ლევან საღარაძის დაფინანსებით ითარგმნა და გამოიცა აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის, ოტია იოსელიანისა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები. 1984-1985 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსვლეთმცოდნეობის ინსტიტუტმა ლევან საღარაძისგან საჩუქრად მიიღო ბიბლიოთეკა 400 ტომი არაბისტიკის სხვადასხვა სფეროში: ლექსიკონები, ბიოგრაფიული, ენათეცნიერული, გეოგრაფიული და ისტორიული ლიტერატურა, შუა საუკუნეების პრაქტიკულად ყველა ცნობილი არაბი პოეტისა და პროზაიკოსის თხზერლებები და სხვა. ლევან საღარაძის მეუღლე იყო უკრაინელი ევგენია გოლუბი, რომლის დედაც მეორედ გათხოვდა სირიაში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ქართველ ექიმზე - დიმო ცხონდიაზე, ლევანს და ევგენიას შეეძინათ სამი შვილი: ლიზა (ცხოვრობს დამსაკოში), ანა და ნიკოლოზი, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს. ლევან საღარაძე 1989 წელს ლიეჟში გარდაიცვალა. 14 მარტს საქართველოში გადმოასვენეს და საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. წყარო: საღარაძე ლევან // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.171-172. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |