The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ბაგრატიონი

დაბადების თარიღი:1712
გარდაცვ. თარიღი:19 დეკემბერი, 1786  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

მოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფი გიორგი ბაგრატიონი ვახტანგ VI-ის ვაჟი და  ბაქარ ბატონიშვილის უმცროსი ძმა იყო. იგი 1712 წელს დაიბადა. 1724 წელს მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და მოსკოვში დამკვიდრდა. საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება, წერდა ლექსებს.

1741-1743 წწ. რუსეთ-შვედეთის ომის  დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში (1747-1748 წწ) და შვიდწლიან ომში (1756-1763 წწ.). დაჯილდოებული იყო ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ნინოს ორდენებით.

1750 წელს ძმის, ბაქარის გარდაცვალების შემდეგ, გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა. მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან. მატერიალურადაც ეხმარებოდა უნივერსიტეტს (1785 წელს უნივერსიტეტისთვის 10 ათასი მანეთი გადაუცია). მოსკოვში მის სახლში თავს იყრიდა რუსეთისა და საქართველოს განათლებული საზოგადოება. თანამედროვეების ცნობით ის საქართველოში მეცნიერების გავრცელების დიდად მოსურნე და ნივთიერად ხელშემწყობი ყოფილა.

გიორგი ბატონიშვილი1786 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა მოსკოვში, დაკრძალულია მოსკოვის დონის მონასტერში.

გიორგი ბატონიშვილის შვილები: იაკობ გიორგის ძე (1751-1768), ანა ბაგრატიონ-გოლიცინა (1754-1779) და ბარბარე ბაგრატიონ-ციციანოვა (1767-1832 წწ.).

წყარო:

გიორგი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) 1712-1786 // 100 ქართველი უცხოეთში. - თბ., 2011. - გვ.86-87. - ტექსტი ქართ., რუს. და ინგლ. ენ.

ბაგრატიონი გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.31-32. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ


გააზიარე: