The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი სერგოს ძე გოცირიძე

გიორგი სერგოს ძე გოცირიძე
Date of birth:11 December, 1939  (85 years)
Category:Musician

Biography

გიორგი სერგოს ძე გოცირიძე დაიბადა 1939 წლის 11 დეკემბერს, მოსკოვში.

1964 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგი: მიულერი (მუს.თეორია), 1967 წელს - ასპირანტურა (საოპერო-სიმფონ. დირიჟორი);

1964–1967 წწ. იყო ქ. ჟუკოვსკის (მოსკოვის ოლქი) თვითმოქმედი სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი;

1967–1969 წწ. -  ქ. ალმა-ატას (ყაზახეთი) სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და, პარალელურად, ალმა–ატას ხელოვნების ინსტიტუტის პედაგოგი (სიმფონიური დირიჟორობა);

თბილისში დებიუტი შედგა 1968 წელს;

1969–1970 წწ. -  ქ. ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი;

 1970–1972 წწ. - ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და სახელმწიფო ფილარმონიის დირიჟორი;

1970–1971 წწ. - გაიარა სტაჟირება ავსტრიაში;

1971 წელს მ. როსტროპოვიჩმა თბილისში გამართა კონცერტების ციკლი, რომლებსაც  გიორგი გოცირიძე დირიჟორობდა. ამ კონცერტებმა ვიოლონჩელოს კონცერტის ჟანრის თითქმის მთელი კლასიკური რეპერტუარი მოიცვა; 

1973 წლიდან მუშაობდა ეგვიპტეში; 

მინიჭებული აქვს უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება;

1978-1989 წწ. ხელმძღვანელობდა ოდესის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრს;

ოდესასა და მოსკოვში მოღვაწეობის დროს გამართა ო. თაქთაქიშვილის, ს. ცინცაძის საავტორო კონცერტები. აქვე თანამშრომლობდა ქართველ მუსიკოსებთან: ე. ვირსალაძე, მ. ამირანაშვილი, ლ. ისაკაძე, ლ. თორაძე და სხვ.;

მის რეპერტუარში იყო ქართული ნაწარმოებები: მ. ბალანჩივაძე - "დარეჯან–ცბიერი", ზ. ფალიაშვილი - "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ო. თაქთაქიშვილი - "მინდია", ს. ცინცაძე - ორატორია "უკვდავება" (პირვ. შესრ. 1970.13.04), ჯ. ადამაშვილი - საყვირის კონცერტი (პირვ. შესრ. ბათუმი, 1977) და სხვ.;

 სხვა რეპერტუარი: მოცარტი -"ჯადოსნური ფლეიტა", პუჩინი - "ბოჰემა", როსინი - "სევილიელი დალაქი", ლეონკავალო - "ჯამბაზები", ჩაიკოვსკი - "ევგენი ონეგინი"; სიმფონიები: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ბრამსი, შუმანი, შუბერტი, ლისტი, ფრანკი, მალერი, სიბელიუსი, ჩაიკოვსკი, ბოროდინი, სკრიაბინი, შოსტაკოვიჩი (ყველა სიმფონია); ინსტრუმენტულ-ვლნჩ კონცერტები: დვორჟაკი, ხრენნიკოვი, ბაბაჯანიანი, პროკოფიევი, ჩაიკოვსკი, ხაჩატურიანი, ჰაიდნი, შუმანი, სენ-სანსი და სხვ,;

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 123

https://sites.google.com/site/philarmonicalodessa1980s/fotoarhiv/georgij-sergeevic-gociridze 


Share: